ვინტაჟი

ვინტაჟის მაღაზია

მომწონს ვინტაჟური სტილი და საერთოდ ყველაფერი რაც ვინტაჟს უკავშირდება ..
ვინც არ იცით, ვიკიპედია სიტყვა-სიტყვით გეტყვით, რომ ვინტაჟი – ეს არის სტილიზებული მიმართულება მოდაში, განსაკუთრებით ტანსაცმელში და სახლის ნივთებში, რომელიც გასული თაობების, ეპოქების, მოდის მიმართულებების აღორძინებაზეა ორიენტირებული. ამას გარდა, არსებობს სპეციალური მაღაზიების ქსელები, მათ შორის ელექტრონული, რომელიც ვინტაჟის და ანტიკვარიატის რეალიზაციითაა დაკავებული.

უდიდესი სურვილი მაქვს, რომ მისი რეალიზაციით ჩვენს ქვეყანაშიც იყვნენ დაკავებულები.. მართალია არსებობს რამდენიმე მაღაზია, სადაც ვინტაჟის სტილის სამოსის შეძენა შესაძლებელია, მაგრამ რადიკალურად განსხავავდება რეალური ვინტაჟისგან, ანუ ეს პროდუქცია არის სრულიად ახალი, უბრალოდ მიმსგავსებული ამ სტილს და თან ახლავს საოცრად მაღალი ფასები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ვინტაჟის მაღაზიას განსხვავებული ექსტერიერ-ინტერიერი ჭირდება, მსგავსი ტიპის მაღაზიებში სულ სხვა, ზუსტად გასული თაობებისა და ეპოქების აურა უნდა ტრიალებდეს, ადამიანები ყურადღებას ტანსაცმლის მარკას კი არა, ქსოვილს, მასში გამოყენებულ თითოეულ ფერს, განსხვავებული სტილის აღმნიშვნელ შტრიხებს უნდა აქცევდნენ  ..

თავს ვინტაჟის მაღაზიაში წარმოვიდგენ თუ არა, ვხვდები, რომ ეს არ არის უბრალოდ შოპინგი და რატომღაც მგონია, რომ ამგვარ გარემოში ყოფნისას, ადამიანს თავში აზრად უამრავი იდეა მოსდის, შთაგონებებით ივსება და საკუთარ სტილს პოულობს .. ♥

სტილს პოულობს არა მხოლოდ ჩაცმულობაში, არამედ ყველაფერში რაც ირგვლივ არის, იყოს ეს თუნდაც  სახლის, ოთახის ინტერიერი .. 

რომ შემეძლოს, ახლავე გავხსნიდი ვინტაჟის მაღაზიას და დარწმუნებული ვარ, ნამდვილად გაამართლებდა, რადგან ეს იქნებოდა ადგილი, სადაც ხალხი სიახლეებს, ყველაფერს განსხვავებულს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს აღმოაჩენდა.

Advertisements

5 thoughts on “ვინტაჟი

  1. მეც ძალიან მომწონს ეს მიმართულება მოდაში, თუ ასე შეიძლება ეწოდოს, ვინტაჟის ფოტოგრაფია შემიძლია საათობით ვათვალიერო და არ მომბეზრდეს : )

    პს. ლიკა ძალიან კარგი წამოწყებაა შენი ბლოგი, მომწონს. შეგიძლია გესტ-პოსტი დაწერო მოდაზე, გამიხარდება ძალიან. ვეცდები ბლოგის მითითებით, მკითხველებიც შეიძინოს ამ ბლოგმა 🙂

    • იმეილზე გამომიგზავნე პოსტი და ინფორმაცია დააწერე შენზე, რაც გინდა რომ ბოლოს გამოჩნდეს (სახელი, გვარი ბლოგის მისამართი და ა.შ) m_marita@live.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s