თმის ფერი..

ხანდახან მავიწყდება ვინ ვარ..
ეგ კი არა, ისიც დამავიწყდა რა ფერის და რამ სიგრძე თმა მაქვს.
წეღან გავიფიქრე, წავალ სარკეში ჩავიხედები და გავიხსენებთქო.
ეეს იცით რისი ნიშანია ?
არა, სკლეროზის არა..
ხდება ისე, რო ადამიანი აკეთებს იმას, რაც უცბად, იმ წუთას ძალიან უნდა..
ჩემ თმაზეც ასე ვიყავი.
არა , ეხლაც ძალიან მომწონს მაგრამ აი სიგრძის რა მოგახსენოთ ..
ჩემი მე კი იმიტომ მავიწყდება,
რომ 16 წლიანი გზის მთლიანი თუ არა - ნახევარი მაინც;
ინტუიციით, ცხელი გულით და წამიერი სურვილებით მაქვს განვლილი. 
მარა, ამაშიც ხო ბედი უნდა ადამიანს.. ზოგმა გაამართლა, ზოგმა – ვერა.
ერთხელ ისე მინდა მოხდეს, რომ ამ წამმა, მთელი ცხოვრება გაძლოს ..
სიყვარულზე კი არ ვლაპარაკობ.. ნუ კარგი, სიყვარულზე..
ვიცი იდეალებზე ფიქრს რო უნდა მოვეშვა. მოვეშვა რა, არც არსებობს.
იდეალი ხო რაღაც საოცრებას, მართლაც რომ უნაკლოს ნიშნავს
და ჩვენ ადამიანები კიდე ყოველ წუთს იმას ვიმეორებთ;
უნაკლო არავინ არისო და აბა როგორ გავბედო ეხლა ამ იდეალზე ოცნება,
მითუმეტეს კი მისი ლოდინი.. 
ნელ-ნელა ვხვდები, რომ იდეალი კი არა, უბრალოდ შენთვის მისაღები,
შენი ცარიელი ადგილების შემვსები, 
შენით გახარებული და გაღიმებული გჭირდება,
მაგრამ მინდა რო ლამაზი სიცილი ქონდეს..
ლამაზად უხაროდეს და ჩემი თუ იქნება, ბოლომდე ჩემი იყოს. 
ამიტომ მაშინ, როცა არც მე ვარ იდეალური ( და ვერც ვიქნები )
და მითუმეტეს ვმოქმედებ სურვილების სურვილიანობის მიხედვით,
წამის საუკუნედ გადაქცევაზე ფიქრი ნაადრევი და ცოტა არ იყოს სასაციალოა..
მეთვითონ არ შემიძლია ვიყო ბოლომდე ვიღაცისი 
და სხვას როგორ მოვთხოვო?
აამიტომ არც ვთხოვ.. უბრალოდ ვცხოვრობ და ველი.. არა,არც ველი,
როცა მოვა მოვა..
ერთი კი ვიცი, რომ თავისით, გაღიმებული და ჩემი მოვა.. 
მაშინ მოვა, როცა დრო იქნება..
შეიძლება კარგა ხნის გვერძე მდგომი მივიდეს ნებისმიერთან,
ამიტომ გარდა წამების გალამაზებისა და გაფერადებისა არაფერი დაგვრჩენია..
ღმერთმა იცის, რომელ წამს მოუნდება საუკუნედ ქცევა .. ))))

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s