უცაბედი პოსტი ანუ მაპატიე ოლივია

ძალიან, ზედმეტადაც კი მომწონს ოლივია პალერმოს ჩაცმის სტილი და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 25 წლის არის და ახლაც დახვეწილი, ქალური სტილით გამოირჩევა.

მაგრამ ალბათ შეამჩნიეთ (თუ სათაური წაიკითხეთ), რომ პოსტის სათაური და ზემოთ აღნიშნული, გამოთქმმული აზრი, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს .. ანუ.. თუ მე მომწონს მისი სტილი, მაშინ რატომ მაპატიე ოლივია?
იმიტომ, რომ რამდენიმე წამის წინ, როდესაც ერთ-ერთ საიტს ვათვალიერებდი,შემომხვდა ალბომი სახელად – Olivia Palermo/Giambatista Valli: Front Row – Paris Fashion Week Haute Couture..
მისი სტილის შესახებ საკუთარი აზრი ჩამოყალიბებული და სურათები ნანახი რომ არ მქონოდა, ალბათ ვერც დავიჯერებდი თუ მართლა ოლივია პალერმოს ფოტოს ვუყურებდი..
აი ეს ყვითელი ფეხსაცმელები იყო სრული FAIL , ნუ მე ასე ვფიქრობ..
გამიჩნდა კითხვა “რომელი ბრენდის იარლიყი ამშვენებს ოლივიას კაბას?”
ვეცადე მეთვითონ გამომეცნო,გამეხსენებინა რომელ დიზაინერს ქონდა ესეთი კაბა, მაგრამ ვერ გავიხსენე და ამიტომ დავგუგლე..
აღმოჩნდა, რომ ოლივიას Giambatista Valliზე ეცვა TopShop. ეს ფაქტი სრულიად უმნიშვნელო იქნებოდა, ელეგანტური ფეხსაცმელი და ბევრად ეფექტური კაბა რომ ცმოდა, მაგრამ როცა არც სამოსი გამოირჩევა სილამაზით და არც ლეიბლი, ვფიქრობ ორმაგად ცუდია..
ვერც იმას მივხვდი, რატომ გადაწყვიტა ესეთი, მარტივად რომ ვთქვათ, მკრთალი ფერი ჰქონოდა სახეზე ..
მოკლედ, მაპატიე ოლივია..
ვიცი მაპატიებ ^_^
მე მაინც მომწონს, არა , მიყვარს შენი სტილი♥

Advertisements

7 thoughts on “უცაბედი პოსტი ანუ მაპატიე ოლივია

  1. ეგრე თუ იმსჯელე მაშინ შენ ეხლა კომპიუტერთან არ ცუნდა იჯდე 🙂

  2. კომპიუტერთან ჯდომა რა შუაშია?

    ფეხსაცმელზე, რომ არ…
    ნუ, რავიცი…

    it’s your OWN life… უბრალოდ, ჩემი აზრით, “სისულელეებზე” კარგავ დროს…

    მე დიდად არ მაწუხებს ოლივია პალერმოს ჩაცმულობა…

  3. ფეხსაცმელზე, რომ არ… ? რა ?
    კომპიუტერთან ჯდომა იმ შუაშია, რო რა სურათებიც დადე, ისე გამოგივიდა რო, თითქოს რა დროს ფეხსაცმელია, როცა ხალხს ესე უჭირს..
    ხოდა ყველაფერზე ეგრე თუ იმსჯელე, მაშინ რა დროს კომპიუტერთან ჯდომაა..
    რო არ გაწუხებდეს, არ გეცოდინებოდა, რომ ამ პოსტში, ოლივია პალერმოს ჩაცმულობაზზეა საუბარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s