ტენდენციური შემოდგომა/ზამთარი

" იცით, მე ძირითადად მაცვია ის რაც მომწონს და არა რაც მოდაშია. " 
ხშირად გამიგია ეს ფრაზა და ყურში ცუდად მომხვედრია,
ოღონდ არა იმიტომ,რომ ეს ადამიანი არ მისდევს მოდას,
არამედ იმიტომ, რომ ვერ ხვდება 
საიდან ჩნდება ის მის გარდერობში მოხვედრამდე,
საიდან მოდის მისი ზედა, კაბა, პიჯაკი თუ შარვალი.
ყველანაირი ტანსაცმელი, რაც ჩვენამდე მოვიდა და კიდევ მოვა,
უკლებლივ ყველაფერი მოდის ნაწილია და როცა ვიღაც ამბობს,
არ ვიცვამ იმას რაც მოდაშია დიდი ტყუილია და ჩემი აზრით,არასწორიც.
თავისთავად ყველაფერი ვერ მოგეწონება რაც ამ ინდუსტრიის
საკერავ მანქანებში იკერება და ფურცლებზე იხატება,
მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდეს ქალმა, 
ვისაც უნდა სიტყვა გემოვნება დაიმეგობროს,
თუ რას გვიმზადებს მოდის განუყოფელი ნაწილი, 
მისი აღმატებულება ტენდენცია.

ხოლო ვინც ბლოგზე, ტენდენციასთან შესახვედრად შემოხვედით, გეტყვით,
რომ შემოდგომა/ზამთრის ტრენდები მოვიწვიე და დეტალურად მოგიყვებით
რა უნდა მოიმარაგოთ გარდერობში.

მაშ ასე :
1 ) ფერი,რომელიც ორივე სქესის წარმომადგენელს შეიძლება მოუხდეს
 და შემოდგომას დაუახლოვდეს. 

2 ) მოდა მიდის და მოდის, თან წლებსაც აბრუნებს და
70იანების ვინტაჟური ბეწვეული შემოაქვს

  3)ყელთან მიბჯენილი ფერადი კაშნე,რომელსაც ვფიქრობ,
განსაკუთრებული მოხდენა ჭირდება

Gucci

Gucci

4 ) ნაკეცებიანი, ტანზე თავისუფლად მდგარი კაბები.
 შეამჩნევდით როგორი დომინატურია ხორცისფერი.

5 ) სმოკინგი – ქალზე სიძლიერის და გამბედაობის გამომხატველი ელემენტია,
თანაც საკმაოდ მოხდენილი.
არის როგორც გაცილებით მკაცრი, ასევე ნაზი, ქალური ტიპის პიჯაკები.

 
6
 ) მაღალწელიანი, ფართო, ცნობილი როგორც “შლაქსის” სტილის შარვლები ისევ ბრუნდება


7 ) მაქსიმალურად გრძელი, ფრიალა კაბები წლის ჰიტია !
 
მომდევნო პოსტში კი შემოგთავაზებთ ამ სეზონის ყველაზე ტენდენციურ აქსესუარებს   ! 

მანამდე კი შეცვალეთ ფრაზა და თქვით :  “ მივყვები მოდას და ვიცვამ იმას, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს “

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s