ბოროტი ზამთარი, ფერადი – შემოდგომა ..

არ მიყვარს ზამთარი, სიცივე და თბილად ჩაცმა, მითუმეტეს, რომ ამინდი ყოველ დილას მოქმედებს ჩემს ხასიათზე. გაღვიძებისას, დავინახავ თუ არა ჩაბნელებულ გარემოს, წარმოვიდგენ როგორ ცივა გარეთ (უკვე ყინავს),  და ამ დროს მე უნდა ავდგე, ჩავიცვა და სკოლაში წავიდე, კიდევ უფრო მინდება მალე გავიდეს ზამთარი და ოდნავ მაინც დათბეს; თუმცა, როგორ კი  არდადეგები მახსენდება, მაშინვე დადებითად ვიწყებ ფიქრს ზამთარზე და სიცივის მიუხედავად, რატომღაც მგონია, რომ თბილად ვიგრძნობ თავს ..

ამ გადათხრილ პლეხანოვზე კი ვერც შემოდგომა ვიგრძენი ნორმალურად და ვერაფერი. ყვითელი ფოთლების მაგივრად ყველგან დიიიიდ აგურებს და ტრაქტორებს ვხედავ მთელი თვეებია, ამიტომ ერთადერთი ნუგეში შედეგის ნახვაა, რომელიც მგონია რომ კარგი იქნება.. უბრალოდ ყველა ჩემი ფეხსაცმელი გადათხრილმა ქუჩებმა შეიწირა, რასაც შესანიშნავი შედეგიც კი ვერ გააქრობს .
მაგრამ შემოდგომა ქრება ისე, რომ ფაქტობრივად მისი მოსვლა არც შემიმჩნევია, მხოლოდ ერთ-ერთი მოდური ბლოგერის სურათებსი აღმოვაჩინე დაახლოებით ის გარემო და ის ფერები, რაც ყოველთვის მინდა, რომ თბილისურ შემოდგომას თან ახლდეს..

მართალია აქ მთავარი აქცენტი და ფოკუსიც ამ გოგოზე და მის ტანსაცმელზეა, მაგრამ მე ძირითადად გარემოს და ქუჩებს ვაკვირდებოდი.. :((( ( არა, ტანსაცმელსაც ვაკვირდებოდი (მითუმეტეს ჩემი საყვარელ ფერებში აცვია) მაგრამ .. )
 

ფოთლები,ფოთლები,ფოთლები..



ფერები,ფერები,ფერები..

მინდა თავიდან მოვიდეს შემოდგომა. . . ❤

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s