ფერადი სვიტრების დროა

ხშირად გვიჩნდება კითხვა : რატომ აცვიათ საქართველოში მუდმივად შავი ფერი ?
განვიცდით და ვღელავთ ამ საკითხზე, მაგრამ ვერ ვხვდებით ამ კითხვის დასმის დროს, როგორ ვიღებთ გარდერობიდან შავი ფერის ზედას და ტანზე ვირგებთ.
შავ ფერში ცუდი არაფერია, პირიქით, ვფიქრობ რომ შავი კლასიკაა და ვერასდროს ვერავინ მოახერხებს ამ ფერის “გაგდებას”, უბრალოდ  საქმე ისაა, რომ ვერ ვბედავთ ზამთარში ჩავიცვათ ღია ფერები, ვერ ვრისკავთ ვიყიდოთ ფერადი პიჯაკები, სვიტრები, შარვლები, რადგან დიახ, მათი სხვა სამოსთან შეხამება, შავ ფერზე გაცილებით რთულია, მეტი ფიქრიც სჭირდება და შესაბამისად მეტი დროც.
მაგრამ ვაღიაროთ, რომ როგორც კი ზამთრის მუქ დღეებში, ქუჩაში დავინახავთ ხალისიან, უფრო ფერად სტილში ჩაცმულ ადამიანს, მაშინვე გვიჩნდება სურვილი თავადაც ჩავიცვამთ მსგავსად, რადგან ფაქტია, რომ ტანსაცმელი ახალისებს დღესაც და განწყობასაც.
მაშინ, როცა ცივა და ტვინები გაყინული გვაქვს, ფიქრიც განსაკუთრებით გვეზარება და ჩნდება კითხვა : რა ჩავიცვა?  ჩვენ კი არანაირი იდეა არ მოგვდის, ზუსტად ამ დროს უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ჩავატაროთ ექსპერიმენტები, რომლებიც დარწმუნებული ვარ საბოლოოდ კარგად დამთავრდება.

მაგალითად : როცა საყიდლებზე წახვალთ, ეცადეთ წინასწარ მოიფიქროთ რა სტილის და ფერის სამოსი გინდათ, ეცადეთ სახლიდან გასვლის წინ დაათვალიეროთ ყველა ის მოდური ბლოგი, რომლის შესახებაც ერთხელ მაინც გსმენიათ, დამიჯერეთ,  ერთად უამრავი იდეა მოგივათ თავში და მაღაზიებში სიარული გაცილებით პროდუქტიული აღმოჩნდება თქვენთვის.

საყიდლებამდე კი დაგიტოვებთ რამდენიმე ფოტოს და დარწმუნებული ვარ, შავ სამოსს ფერადი აქსესუარებით გაახალისებთ, მოგინდებათ თბილი, ფერადი სვიტრები და ზამთარიც გაცილებით მზიანი მოგეჩვენებათ.

Advertisements

One thought on “ფერადი სვიტრების დროა

  1. მე არც ერთი შავი ან ძალიან მუქი სვიტრი ან ჯემპრი არ მაქვს ^_^ აი ემ პრაუდ ოფ იტ 🙂 ერთდერთი შავი რაც მაქვს ეს არის ჩემი კლასიკური შარვალი, სამსახურში რომელსაც ვისვამ… პალტოებიც ც კი მაქვს წითელი და თეთრი ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s