ბონი და კლაიდი


ბონი ელიზაბეტ პარკერი-დაიბადა 1910 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ როვენაში, ტეხასი. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად დალასის გარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას. მოგვიანებით მან დაწერა ლექსი ”The Story of Bonnie and Clyde”, რომელიც გაზეთებში იქნა გამოქვეყნებული. 1926 წლის 25 სექტემბერს 16 წლის პატარა ბონი (სიმაღლე 150 სმ, იწონიდა 41 კგ-ს) ცოლად გაყვა როი ტორნტონს. 1927 წელს დაიწყო ოფიციანტად მუშაობა კაფე ”მარკოში” აღმოსავლეთ დალასში. მეუღლე კვირეების მანძილზე უჩინარდებოდა, ამიტომაც 1929 წელს ისინი გაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან და ბონიც სიკვდილამდე ატარებდა საქორწინო ბეჭედსა და ტატუირებას მარჯვენა მუხლზე წარწერით ”როი და ბონი” . დაშორებიდან მცირე ხნის შემდეგ როი დაიჭირეს და ის 5 წლით მოხვდა ციხეში.


კლაიდ ჩესტნატ ბაროუ-დაიბადა 1909 წლის 24 მარტს, ქალაქ ტელიკოში, ტეხასი. ის იყო მე-5 შვილი ღარიბი ფერმერების ოჯახში. 16 წლისამ მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა, თუმცა ფეხი ვერსად მოიკიდა. ის გატაცებულია ავტომობილებით და 1926 წელს პირველად ხვდება ციხეში ავტომობილის მოპარვის გამო. 1930 წელს ხვდება ბონი პარკერს. ამავე წელს ქურდობისა და შეიარაღებული თავდასხმისთვის ასამართლებენ კლაიდსა და მის ძმას, ბაკს. კლაიდს მიუსჯიან ორ, ხოლო ბაკს – 4 წელს. ბაკს იმავე წელს ათავისუფლებენ ”კარგი ყოფა-ქცევის” გამო, ხოლო კლაიდი ახერხებს ორ პატიმართან ერთად გაპარვას. გაქცევა, სავარაუდოდ, ბაკის ორგანიზებული იყო, ხოლო ბონი ასრულებდა შუამავლის როლს, მან გადასცა იარაღი ციხეში მყოფ კლაიდს. ერთი კვირის შემდეგ მას კვლავ აპატიმრებენ მიდლთაუნში (ოჰაიო), მიუსჯიან 14 წელს და გადაჰყავთ ჰანსტვილის ციხეში (ტეხასი).
1932 წელს კლაიდს ვადამდე ათავისუფლებენ ციხიდან და ის უკვე ბონი პარკერთან ერთად ხელახლა იწყებს კრიმინალურ კარიერას. ბონი და კლაიდი დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დიდი დეპრესიის დროს. ისინი ძარცვავდნენ ბანკებს და ქმნიდნენ ქაოსს. მათ 13 მკვლელობა და 12-მდე ბანკის ძარცვა მიეწერებათ, ასევე უამრავი ძარცვა მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში. ისინი ცნობილნი იყვნენ ბაროუს ბანდის სახელით. ბაკ ბაროუ 1933 წელს გამოდის ციხიდან და მაშინვე უერთდება ბანდას ცოლთან, ბლანშთან ერთად. მათ გარდა ბანდას კიდევ ერთი წევრი ყავს – ჯოუნსი.
ფედერალური საგამოძიებო სამსახური მუდმივად დასდევდა ბანდას. ის ადრინდელივით შეზღუდული არ იყო შტატების საზღვრებით. ამიტომ ისინი თავს აფარებენ მისურის შტატს, სადაც 20-იანი წლების ტრადიციების თანახმად იმალებოდნენ განგსტერები. ისინი ბინავდებიან სამსართულიან სახლში, მთების ახლოს, სადაც ძალიან ცუდი გზებია და მოსახერხებელი ადგილებია დასამალად. ბანდის წევრები ბევრ ფოტოებს იღებენ, განსაკუთრებით ბონი, რომელიც ცდილობს, ყველა ფოტოში ელეგანტურად გამოიყურებოდეს და ბაძავს სარეკლამო პოსტერებს.მეზობლების ყურადღებას იპყრობს არა მარტო მათი უცნაური ქცევა, არამედ ისიც, რომ მათი ავტომობილები რეგისტრირებულები არიან ტეხასში. ერთ-ერთი მეზობელი მათ შესახებ ატყობინებს პოლიციას, რომელისაც ეჭვი უჩნდება, რომ ისინი ბუტლეგერები არიან. 1933 წლის 13 აპრილს პოლიციის ორი მანქანა მიდის მძარცველების სახლთან, სადაც ატყდება სროლა. სროლისას სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ბაკმა, ხოლო მის მეუღლეს აპატიმრებს პოლიცია. დანარჩენები ახერხებენ გაქცევას. ბაროუს ბანდის სახლის დათვალიერების შემდგომ პოლიცია პოულობს უამრავ ფოტოს, რომლებზეც მძარცველები არიან გამოსახულნი. ეს ფოტოები ხდებიან დამნაშავეთა პირველი ტყუარი გამოსახულებები. ამ ფოტოების საფუძველზე მძარცველები ხვდებიან ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სიებში, როგორც განსაკუთრებულა საშიში დამნაშავენი, რომლებიც ან უნდა დაიჭირონ, ან ადგილზევე გაანადგურონ.
1934 წლის 1 აპრილს მძარცველებმა მოკლეს კიდევ ორი პოლიციელი. სულ 2 წლის განმავლობაში მათ 9 პოლიციალი მოკლეს.ბევრი უშედეგო ცდის შემდეგ შერიფი ფრენკ ჰეიმერი აწყობს საფარს ლუიზიანას გზაზე, შავ ტბასთან, სადაც ბონი და კლაიდი დადიოდნენ პროდუქტებისთვის.პოლიციის მიერ დაცხრილული მანქანა
1934 წლის 23 მაისს გზაზე მიმავალი მძარცველების ავტომობილი დაცხრილა ექვსმა პოლიციელმა, რომელთაგან 4 იყო ტეხასელი რეინჯერი, ხოლო ორი ლუიზიანელი. მანქანაში 167 ტყვიამ გაიარა, მათგან 50-ზე მეტი ბანდიტებს მოხვდათ.მიუხედავად ბონის ლექსში გამოხატვული სურვილისა, შეყვარებულები ცალ-ცალკე დაასაფლავეს, ხოლო მათი სიკვდილის ადგილას დადგეს ობელისკი. ბონის საფლავზე დღემდეა შემორჩენილი მისი დედის მიერ გაკეთებული წარწერა: ”როგორც ყველა ყვავილი ხდება ნაზი მზის სხივებისაგან, ისე ეს ძველი სამყარო ხდება უფრო კაშკაშა შენნაირების ცხოვრების შედეგად”

ლექსი, რომელიც ბონი პარკერმა კლაიდ ბაროუს და მათ ცხოვრებას მიუძღვნა. 

If you’re still in need

      Of something to read,

Here’s the story of Bonnie and Clyde.

 Now Bonnie and Clyde are the Barrow gang,

I’m sure you all have read

      How they rob and steal

      And those who squeal

Are usually found dying or dead.

 There’s lots of untruths to these write-ups;

They’re not so ruthless as that;

      Their nature is raw;

      They hate all the law

The stool pigeons, spotters, and rats.

 They call them cold-blooded killers;

They say they are heartless and mean;

      But I say this with pride,

      That I once knew Clyde

When he was honest and upright and clean.

 But the laws fooled around,

Kept taking him down

And locking him up in a cell,

      Till he said to me,

      “I’ll never be free,

So I’ll meet a few of them in hell.”

 The road was so dimly lighted;

There were no highway signs to guide;

      But they made up their minds

      If all roads were blind,

They wouldn’t give up till they died.

 The road gets dimmer and dimmer;

Sometimes you can hardly see;

      But it’s fight, man to man,

      And do all you can,

For they know they can never be free.

 From heart-break some people have suffered;

From weariness some people have died;

      But take it all in all,

      Our troubles are small

Till we get like Bonnie and Clyde.

 If a policeman is killed in Dallas,

And they have no clue or guide;

      If they can’t find a fiend,

      They just wipe their slate clean

And hand it on Bonnie and Clyde.

 There’s two crimes committed in America

Not accredited to the Barrow mob;

      They had no hand

      In the kidnap demand,

Nor the Kansas City depot job.

 A newsboy once said to his buddy;

“I wish old Clyde would get jumped;

      In these awful hard times

      We’d make a few dimes

If five or six cops would get bumped.”

 The police haven’t got the report yet,

But Clyde called me up today;

      He said, “Don’t start any fights

      We aren’t working nights

We’re joining the NRA.”

 From Irving to West Dallas viaduct

Is known as the Great Divide,

      Where the women are kin,

      And the men are men,

And they won’t “stool” on Bonnie and Clyde.

 If they try to act like citizens

And rent them a nice little flat,

      About the third night

      They’re invited to fight

By a sub-gun’s rat-tat-tat.

 They don’t think they’re too tough or desperate,

They know that the law always wins;

      They’ve been shot at before,

      But they do not ignore

That death is the wages of sin.

 Some day they’ll go down together;

And they’ll bury them side by side;

      To few it’ll be grief

      To the law a relief

But it’s death for Bonnie and Clyde.

— Bonnie Parker

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s