The New year Party Style 2012

დიდხანს ვფიქრობდი როგორ დამეწყო ამ პოსტის წერა, თავიდან დამეწერა თუ არა რომ აქა და აქ, ამა და ამ საათზე გაიმართა ახალი წლის ფართი და ა.შ. , მაგრამ მერე გამახსენდა რომ ამ პოსტს უფრო 24ელებისთვის ვწერ , რომლებმაც კარგად იციან რომ 21 დეკემბერს, ჩვენი სკოლის თვითმმართველობამ მოგვიმზადა საახალწლო ფართი, რომელიც პირადად მე ( და კიდე ძალიან ბევრს ) ძალიან მო(მ)(გვ)ეწონა. ❤ ❤ ❤
საერთოდ მიყვარს ისეთი დღეები, მთელი სკოლა ერთად რომ არის და განსაკუთრებულად ერთ მთლიანობას რომ წარმოადგენს ხოლმე. ეს საღამოც ზუსტად ასეთი იყო. ❤
გამიკვირდა და რა თქმა უნდა გამიხარდა რომ ორგანიზება არ აკლდა, დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად უნდა გაგრძელებულიყო. ❤
ემოციური იყო იმ მხრივ, რომ აბსოლუტურად ყველა ნომერი განსაკუთრებული და უჩვეულოდ კარგი იყო : ტამტამები, საქსაფონი, პიანინო, გიტარა, სიმღერები, ცეკვა, DJ.. 

ხო კარგით ..
ვიცი რომ უმეტესობა სთაილს ელოდებით ..

პირველ რიგში ბოდიშით რომ სურათები არც ისეთი კარგი გამოვიდა, როგორიც უნდა გამოსულიყო და როგორსაც (ვ)ელოდით, მეორე რიგში თითქმის ყველა მეუბნებოდა არ გამომაჩინო, არ გადამიღოო, ამიტომ ძირითადად მხოლოდ მათ აქსესუარებს ვუღებდი სურათებს …

როგორც ყველგან, ისე ჩვენთან, დომინანტი ფეხსაცმელი უგი იყო, თუმცა არც ქუსლების ნაკლებობას განვიცდიდით.


ტყავის ქურთუკების შემოსვლის დღიდანვე, მგონი ყველა აკრიტიკებს და გაიძახის , რომ “ხო არ შეიძლება სულ ეს ტყავის კურტკები .. ყველას აცვია .. “ თუმცა, ფაქტი ერთია, რომ ხალხის უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები ტყავის ქურთუკებში, თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობთ და თუკი ასე გვაწუხებს რომ ის ყველას აცვია, გამოსავალი არის უმარტივესი ..
ან განსხვავებული , არასტანდარტული და ცოტა პრეტენზიული ფერის უნდა ვიყიდოთ, ან აქსესუარებით გავაფორმოთ .


საკმაოდ ხშირია დავა იმაზე, უნდა გვეცვას თუ არა, ე.წ. “წიგროვკა” “წიგროვკაზე”. 
პასუხს ერთნაირს ალბათ ვერც ერთ შემთხვევაში მივიღებთ, რადგან გააჩნია ტანსაცმელს,მატერიას,ფერს,სტილს. მოკლედ ძალიან ინდივიდუალურია, ოღონდ ამჯერად არა ადამიანიდან, არამედ თვითონ სამოსიდან გამომდინარე.


რატომღაც მეგონა, რომ აქსესუარების მხრივ უამრავი ადამიანი იქნებოდა გამორჩეული, რადგან ვთვლი, რომ მათი დახმარებით ყველაზე კარგად ჩანს ინდივიდუალური მხარე, მაგრამ არის შემთხვევები როცა არასწორად და გადამეტებულად შერჩეული აქსესუარები, არც თუ ისე კარგი კუთხით ხდის თვალში საცემს სამოსს, მაგრამ უმეტესობას ამაზე პრობლემა არ ჰქონია. (დასკნა თქვენ გამოიტანეთ)
დომინანტი აქსესუარები : ბრასლეტები და კულონები.


პაჩკები” ანუ წულის ნაჭრისგან შეკერილი ქვედაბოლოები, ისევ ინარჩუნებენ პოპულარობას, თუმცა ალბათ დამეთანხმებით რომ სისადავეს ისინი ყველაზე მეტად მოითხოვენ.


 To sum up ..
პირადად მე, წამყვანებს ერთი და იმავე თუ არა მიახლოებით ფერებში მაინც ჩავაცმევდი, რადგან ძალიაან დიდი კონტრასტი იყო.
ჰო კიდევ უფრო მეტ ბეწვეულს ველოდებოდი და გამიკვირდა რომ არ დამხვდა (გამიხარდა კიდეც).
სურათებს გადავხედე და ბიჭები თითქმის არსად არ შეიმჩნევიან, უფრო მეტი კრეატიულობა და მოწესრიგებულობა მართებთ 😛 !
საბოლოო ჯამში, style was not worst not best.

Random .. 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s