Club Monaco Spring 2012 Lookbook ანუ ცოცხალი ფოტოები

Club Monaco Spring 2012 Lookbook
მიყვარს უბრალო, მაგრამ ვინტაჟური ლუქბუქის ფოტოები.
სხვადასხვა ბრენდები და დიზაინერები ხშირად თვლიან, რომ ლუქბუქი გაყინული ფოტოების კრებულია, სადაც ყურადღება უნდა მიაქციო მხოლოდ ტანსაცმელს და მოდელის ფეხის სიგრძეს.
არადა ვერ ვხვდები რატომ უნდა მომეწონოს ცივი, ხელოვნური ფოტოები. კი, ლუქბუქში მთავარი ტანსაცმელია, მაგრამ როგორც მაღაზიის კარგი ინტერიერი, უფრო სასიამოვნოს ხდის სამოსის თვალიერებას, ისე არის ბუნებრივი, თბილი ლუქბუქი გაცილებით ხალისიანად დასათვალიერებელი, სულ რომ ტანსაცმლით არ მოიხიბლო, ფოტოები მაინც მოგეწონება.

Club Monacoს 2012 წლის გაზაფხულის ლუქბუქი კი ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ლამაზი არა მხოლოდ კოლექცია, არამედ ფოტოებიცაა.

პირადად მე, 60იანი წლების და ოდრის  “Two For the Road”ის შთაგონება ვიგრძენი.

Advertisements

1938 წლის ჰერმესი

დიახ, ეს ჰერმესის საცურაო კოსტუმია, რომელიც 73 წლისაა და გუშინ, 1 დეკემბერს პირველად გაიტანეს აუქციონზე გასაყიდად.
საინტერესოა ვინ და რამდენად იყიდის ..

ვინტაჟი – 80იანების ვოგი

რა ხდებოდა 80იან წლებში ვოგში ?
Very Easy
Very Vogue ..
რაც ეს სურათები ვნახე, კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ 80იანი წლის ქალები, ყველაზე ელეგანტურები და გემოვნებიანები იყვნენ.
ის რაც ახლაც ვინტაჟია, სწორედ მათგან მოდის და მათი სტილის დამსახურებაა.





მოდერნისტული ვინტაჟი

ტერმინი “მოდერნისტული ვინტაჟი” ნამდვილად უცნაურად და შეუთავსებლად ჟღერს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდერნიზმის პირდაპირი გაგება არ არის საჭირო, რადგან საუბარი მეოცე საუკუნის შუა წლებში შექმნილ ვინტაჟურ სამკაულებზეა.
ეს მიმდინარეობა თითქოს თავისით შექმნილს ჰგავს, რადგან ძველი და ახალი ყოველთვის მოსდევს და უკან რჩება ერთმანეთს. დიზაინერების საქმიანობაშიც ასე გამოდგა, რადგან თანამედროვე სამკაულების ძველებური, გახუნებული ელემენტებით შემკობა გადაწყვიტეს.
წარმოგიდგენთ 5 მაგალითს, 5 ყველაზე ძვირფას, ვინტაჟურ მაგრამ უაღრესად მოდურ მაგალითს მოდერნისტულ – ძველებური სამკაულებისა,.

Donna Karan vintage brushed metal belt, 1980s.

 

70s, space-age glamour: necklace by Pierre Cardin.

 

Francisco Rebajes copper cuff from the 1960s.

 

now minimalist bronze collar by Ed Levin.

Silver and crystal pendant by Finnish designer Jorma Laine, 1973. my fav.

 

განწყობა – ოთახი


მინდა ჩემს ოთახში ესეთი ფანჯარა მქონდეს 🙂

ადამიანის განწყობაზე მის გარშემო არსებული თითოეული დეტალი ახდენს გავლენას, ხანდახან შეიძლება ძალიან ელემენტარულმა რამაც კი მთლიანად განსაზღვროს მთელი დღის ხასიათი ..  პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იწყება დილა, რა გარემოში ვარ, რა გეგმები მაქვს და ა.შ.

გარემო იმიტომ ვახსენე, რომ თვალს გაახელ თუ არა და რეალობის აღქმას იწყებ, გარშემო არსებული საგნების მიხედვით შეიძლება შეგექმნას ხასიათი და განწყობა, აქედან გამომდინარე, ამ დროს დიდი მნისვნელობა აქვს, რამდენად შეესაბამება ეს გარემო შენს ზოგად ინტერესებს და რამდენად შენია ირგვლივ არსებული დეტალები.. ამ შემთხვევაში კი ეს გარემო საკუთარი ოთახია, ოთახი სადაც თითოეული ჩვენგანი დიდ დროს ატარებს და ცხოვრობს ..

ადგილი სადაც ვინახავთ ყველაფერს რაც ჩვენთვის მნისვნელოვანი, ძვირფასი და დასამახსოვრებელია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ და ყველაფერი ყველაზე ჩვენია.

 ვფიქრობ ოთახის მოწყობა ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ამ დროს ყველა ინტერესი, გატაცება, აზრი ერთად იყრის თავს და გთხოვს, რომ შენს ოთახში მოათავსო, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ისადგურებს ყველაზე დიდი არეულობა, რადგან უამრავი იდეა მოდის და გგონია, რომ ვერ განახორციელებ .. ამ დროს კი ადამიანები დიზაინერებს მიმართავენ ხოლმე; ვფიქრობ სწორია ამგვარი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ გინდა, რომ ოთახი იყოს მხოლოდ შენი, ან ისეთი დიზაინერი უნდა დაიქირავო რომელიც ძალიან კარგად გიცნობს, ან ისეთი რომელიც უბრალოდ გემოვნებიანია და მიცემულ დავალებებს კარგად ასრულებს. სინამდვილეში კი დაქირავებულ დიზაინერსაც მუდამ თავს უნდა ედგე, რადგან თითოეული დეტალი კარგად იცოდე და წარმოდგენა გქონდეს როგორ გარემოში მოგიწევს ცხოვრება.
თუმცა ამ არეულობიდან გამოსავალი ისაა, რომ ყველაფერს გაცილებით მარტივად უნდა შეხედო, გაანალიზო რა გინდა რომ შენს ოთახში გქონდეს და რას გინდა რომ მიანდო საკუთარი განწყობის შექმნას. რეალურად რომ დაუკვირდე, დიზაინერის გარეშეც თავისუფლად შეიძლება ლამაზი, საინტერესო და შენებური ოთახის გაკეთება ..
მაგრამ არ მინდა მთლად ისე გამოვიყვანო თითქოს დიზაინერები აბსოლუტურად უსარგებლონი არიან..პირიქით, არის ერთი ქალი, Kelly Wearstler, რომელიც არნახულ დიზაინებს ქმნის ოთახებისთვის : მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა შესანიშნავი იყოს ინტერიერი, თუ ის ადამიანის ბუნებასთან ახლოს არ არის,  აზრი არ აქვს არც მის დიზაინს, არც მის სივრცეს და არც ერთ დეტალს, რომელიც გამოყენებულია ..
რომ შემეძლოს ახლავე შევცვლიდი მთლიანად ჩემს ოთახს და გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც მინდა ..  და დარწმუნებული ვარ, სულ თუ არა, ყოველ დილას ,15 წუთიც მაინც  ვიქნებოდი ბედნიერი იმ გარემოთი, რომელსაც ჩემი ოთახი ქვია ..