LIKE

There’s a contest “Tbilisi street style award” made by  Bakuriani Water , in which I’m taking part and if you like this photo of mine
You can do me a favour and go to this adress.First of all like this page: https://www.facebook.com/bakuriani.water and after that Please like my photo (of course if you do and as well, you can share it with your friends )Thank you in advance :*
 https://www.facebook.com/photo.php?fbid=268867996491409&set=a.268523403192535.72574.237701352941407&type=3&theater

Advertisements

ეიფელი..

ამ "პოსტს" უკატეგორიოთა რიცხვში მოვახვედრებდი, 
ჩემს განწყობას რომ არ გამოხატავდეს..
მინდა ფანჯრიდან ვხედავდე ეიფელს.
წვიმიან ეიფელს.
მინდა უკან შემოხედვისას წინ ჩემი გრძნობებივით 
დიდი და ლამაზი კაბა მხვდებოდეს..

მინდა თვალი გავახილო და აღმოვაჩინო, რომ ამ სკამზე ვზივარ ...

თბილისში

რამდენიმე დღეა რაც ჩამოვედი თბილისში. წამოსვლა თან მინდოდა, თან – არა, მაგრამ ახლა მენატრება პეპლების ხოცვა, შუა დღისას კითხვა, ფილმების ყურება, გარეთ თამაში, ჯოკერი, ჩემი და მაკოს საუბრები (ერთი 3-4 ტომი გამოგვივიდოდა), სიგრილე, აივანი, მოკლედ ყველაფერი. უკვდავი როკიც კი 😀 😀 😀 წამოსვვლამდე ბოლო ორი დღე რომ იყო დარჩენილი, მთელი კახეთი გაიყინა მგონი ისე ციოდა, ძალიან კარგი იყო ❤ ნანატრი სიცივე.
ოდნავ სკოლაც კი მომინდა, მაგრამ ვიცი რომ მისვლიდან რამდენიმე დღეში გადამინდება, ასე რომ გადავწყვიტე საერთოდ არ ვიფიქრო (მაინც მეფიქრება).
უი რა დამავიწყდა 😀 კახეთში ყოფნისას, გამიჩნდა სურვილი იქაური street style აღმეწერა რო ჩამოვიდოდი. სამწუხაროდ სურათები არ მომეპოვება, მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით, რომ იქაც მოდაშია თავზე Summer Scarves, მოკლე შორტის ჩაცმა ისევ გვიჭირს, ბიჭებს ყოველდღე ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ, შავი გალიფე შარვლები კარგად აქვთ ათვისებული, თუმცა ფერთა გამასთან ვერ ვმეგობრობთ..
სხვათაშორის გამაკვირვა იქაური “მარშუტკის” მძღოლების გულუხვობამ, რომლებიც ფულს არ იღებენ, თუ ძალიან შორი მანძილიდან არ მოდიხარ, ასე რომ იქნებ მიებაძათ თბილისელ მძღოლებს 😀 😀
მოკლედ მომენატრა იქაურობა, but still
ველოდები ზღვას, ძალიან ველოდები (ზღვაც მელოდება I know) 

Summer

დიდი ხანია არაფერი დამიწერია…..
არც მეცალა, არც სურვილი მქონდა და არც იდეა…
ასევე დიდი ხანია თბილისიდან წასვლას, დასვენებას და „ნამდვილი“ ზაფხულის დაწყებას ველოდები.

ლოდინმა შედეგი გამოიღო და ხვალ, თბილისიდან ჩემს დაქალთან ერთად გავაღწევ და დავისვენებ. ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ კახეთში, მოვაწესრიგებთ ყველაფერს…
მაკომ მგონი ყველა ჟანრის ფილმი გადმოწერა, მიგვაქვს ყველაფერი რითიც შეიძლება გაერთო და თან იქაურობის იმედიც გვაქვს :)))
웃 유
საერთოდ ყოველი წასვლის წინ გული მიჩუყდება ხოლმე, ვიცი რო ჩემები მომენატრებიან, თან მალე დედაჩემის დაბადების დღეა და მინდოდა აქ ვყოფილიყავი, მაგრამ მელანქოლია მტოვებს და ისევ ხალისით ვიწყებ დღეების და უკვე საათების თვლას წასვლამდე..
ვაპირებ , იქაც ჩემთვის ვწერო რაღაცეები და მერე აქ გადმოვიტანო…. ერთი სიტყვით , ყველანაირ შთაბეჭდილებას, ამბავს, ჩამოსვლისთანავე დავწერ.
მინდა რომ ჩემი ბლოგი კარგი პოსტებით ავავსო და იმედია გამომივა კიდეც.

But still.. I think of you and the sea.

ყველას ხალისიან, საინტერესო და ფერა დასვენებას გისურვებთ♥ ♥

***
Where you used to be, there is a hole in the world, which I find myself constantly walking around in the daytime, and falling in at night.  I miss you like hell.
***
I wish that you were here or that I were there, or that we were together anywhere!
***
I miss you when something really good happens, because you are the one I want to share it with. I miss you when something is troubling me, because you are the one who understands me so well. I miss you when I laugh and cry because i know that you are the one that makes my laughter grow and my tears disappear. I miss you all the time, but I miss you most when i lay awake at night and think of all the wonderful times we spent with eachother;for those were some of the best times of my life.

დრო წიგნისთვის

” With every book you buy, you should buy the time to read it. 

Karl Lagerfeld

 ვერ დაგეთანხმებით ძია კარლ, დრო კი არ უნდა იყიდო – მოიპოვო, შეინარჩუნო და პროდუქტიულად გამოიყენო. თანაც შეუფასებელია, ჯერ ვერც ერთი მაღაზიის დახლსა თუ ვიტრინაში ვერ მოხვდა, არც აუქციონზე გააქვს ვინმეს. ყველამ იცის, რომ მისი ყიდვის დრო არავის აქვს..
ხედავთ? დროს დროვე განაგებს და საერთოდ ჩვენ ყველა, ერთ დიდ, უსასრულო, ქაოსურ დროში ვართ მოქცეულები.
ვიღაც ხარჯავს, ვიღაც ინახავს, ვიღაც იყენებს, ვიღაც ფლანგავს, ვიღაცას საერთოდ არ აქვს, ვიღაც ჩამორჩა, ვიღაც კი პირიქით – უსწრებს. მაგრამ სამწუხაროდ დროის თამაშში წესი ” მე დროს ვუსწრებ და გავასწარი ” არ არსებობს. დრო უკვე მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონია სირბილში.
წიგნებიც დროზე არიან დამოკიდებულები. ისინი ხომ დროში იწერებიან, დროში წერენ და დროში კითხულობენ..
ძია კარლ, თქვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ წიგნთან ერთად განწყობა უნდა მოიპოვო.
მაგალითად მე დიდი ხანია უკვე განწყობის იმ ველს ვიქმნი, რომელიც ხელში წიგნს დამაჭერინებს და მის აზრში ჩამითრევს, დამკარგავს ლაბირინთებში და გზის პოვნას მე დამავალებს.
რამდენიმე დღეა რაც ხანგრძლივი დახუჭობანის შემდე ვიპოვე განწყობა, საკვირველი კი ის არის, რომ ჩემთანვე იყო; უბრალოდ მე ვერ ვეძებდი სათანადოდ.
ემოცია რომელიც კითხვის დროს მოდის გამოუთქმელია.
მსგავს მომენტში თვალები ფურცლისკენ უფრო ახლოს მიდიან, უმეგობრდებიან და უსირცხვილოდ აშტერდებიან.
ფიქრები სკამებზე სხდებიან თითოეული სიტყვის აღქმას იწყებენ.
თითები  უნებურად შლიან ახალ-ახალ ფურცლებს.
გონება დეტალურად იწყებს თითოეულ აბზაცში მომხდარი ცვლილების დამახსოვრება-გამოკვლევას.
გვერდების რაოდენობა კლებულობს.
ამ მომენტის უსასრულოდ გაგრძელების სურვილი კი პირიქით – მატულობს.
ყოველი ასეთი წამი ბედნიერია.
წამიც ხომ დროა, დროც ხომ წამია.
უბრალოდ წიგნმა და შენ ერთად უნდა შეძლოთ დროის შენარჩუნება.
სინამდვილეში კი მისი შენარჩუნება მარტივია.. მთავარი გსურდეს.
ამიტომ წიგნი დროის ყიდვაზე დაფიქრების გარეშე შეიძინე.
დრო, თავის დროზე დრომ უკვე იყიდა..
და შენ გადმოგცა..
შენია..

მე – მაკო მაკო – მე

Should I give up, or should I just keep Chasing Pavements .. even if it leads nowhere .. ჩვენი გახარებული დღეები მახსენდება და ვხვდები, რომ ყოველთვის, როცა ვიხედები უკან, გხედავ შენ . . ხარ ყველგან სადაც ჩემი ცხოვრებაა . . სადაც საერთოდ რამეა ჩემი .. რომელი ერთიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ ალბათ იქიდან დავიწყებ, საიდანაც ჩვენ ვიწყებით და ის წლები, როცა კლასის რიგში, პირველად მომკიდე ხელი და მითხარი, რომ ერთად დავჯდეთო . . მას მერე ერთად ვზივართ . . არა, არა ვიტყუები, იყო დრო როცა არც ერთად ვიჯექით, არც ერთად დავდიოდით და მოკლედ საერთოდ არ ვიყავით ერთნი . . ვიყურებოდით შორიდან და მაღლიდან .. შენ ბრაზობდი ჩემზე, მე კი – შენზე . . ორი ამაყი ადამიანიდან, არც ერთი დგამდა შერიგების ნაბიჯებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ორივეს პრინციპულმა გულმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან რომელიმე, რომელიმესთან მივიდოდა და რამეს ეტყოდა . . 1 წლიანი ფიქრის შემდეგ კი .. ნუ, ააღიარე რო მე მოვედი . . ქართულის გამოცდის მერე და არეული აზრები ნელ-ნელა დალაგებულად გადმოგილაგე .
რამდენი რამე ვილაპარაკეთ .. შენ იმ დროს გულის ფორმის თვალები გქონდა და აღფრთოვანებული გისმენდი . . 1 წლის განმავლობაში, რაც კი რამე გვქონდა დაგროვილი, ყველაფერი ვთქვით და ხანდახან ეხლაც გვეცინება, რეებს ვფიქრობდით ადრე, ორივეს მოკეტეს რეჟიმი რო გვქონდა ჩართული . .
რამდენი რამე მოხდა, ძალიან ბევრი და ზუსტად ვიცი, რომ სულ ესე იქნება ..
ჩემ ცხოვრებაში როგორც კი რაიმე ახალი ხდება, ან ძველი მახსენდება იცი შენ .. როცა რამე მწყინს, ან როცა რამე მახარებს იცი შენ და მიგებ შენ ..
მე შენ მიხარიხარ . .
არ მითქვამს შენთვის არასდროს, მაგრამ ეხლა გეტყვი ..
არის მომენტები, როცა გზად რაღაც ცუდს გადავეყრებით, ვნერვიულობთ, განვიცდით .. იცი, მე ესეთ დროს რას ვფიქრობ ხოლმე .. ? როდის დავურეკავ მაკოს და ვეტყვი . .
ამ ბოლო დროს იმასაც ვამჩნევ , რო ვფიქრობ რას იზამდი მაგალითად შენ ჩემს მაგივრად, ან რას მირჩევდი შენ .. რას თვლი სწორად . .
ჩემთვის შენი აზრები მნიშვნელოვანია და ყოველთვის ამ პოზიციაზე დარჩება ..
ეხლა კედელზე დაკიდებულ ჩვენ სურათებს ვუყურებ და ისე მეღიმება . . რა კაია .. სხვებს რო ვუყურებ ვფიქრობ ხოლმე .. “ როგორ არიან საუკეთესო მეგობრის გარეშე “ .. რაღაცნაირი, ხალხის მიერ გაცვეთილი და დადაბლებული სიტყვა გახდა ეს “საუკეთესო” მეგობარი, მაგრამ ჩემთვის ამ გაცვეთილობას შენ ანახლებ .. ჩემთვის საუკეთესო ხარ, იმიტომ, რომ შემიძლია გითხრა ყველაფერი .. თუნდაც ჩემი ამაზრზენი და სხვისთვის მიუღებელი აზრები. იცი რა ? ! მე სულ არ მეშინია იმის, რომ შენ მეტყვი : რატო აკეთებ ეგრე? არასწორი ხარ .. პირიქით, მე რო შენ ეს არ გითხრა, უარესად ვიქნები ..იცი თითქოს ვალდებულებად მექცა, რომ ჩემი თითოეული დდღის, თითოეული დეტალი იცოდე .. იყო ყოველდღიურობის ნაწილი და მონაწილე ყველაფრისა რაც ირგვლივ ხდება .. ვალდებულება ამ შემთხვევაში ცუდად არ მიიღო, ეს ვალდებულება მე თავად შევიქმენი, მე თვითონ მსიამოვნებს ამ ვალდებულებით ყოფნა, რადგან ვიცი, რომ ჩემთვის ეს არის საჭირო და უკეთესი ..
აი თუ აკვირდები .. გარდა ახლოს ყოფნისა, რაღაცნაირად პატივს ვცემთ ერთმანეთს.. შეიძლება არც ეს მითქვამს, მაგრამ მიჭირს შენთან კამათი.. დაკვირვებული ხარ, რო როგორც კი რაღაც პრეტენზია გაგვიჩნდება, ყოველთვის თითქოს იუმორნარევიანი გაბრაზებით ვეუბნებით ერთმანეთს : ქალბატონოოოო, რატო არ დამირეკე?
აი მე ხო ვგრძნობ .. ორივეს რაღაცნაირად არ გვინდა ხოლმე გაბრაზება და ეს ძალიან კარგია .. უმნიშვნელო რაღაცეების გამო არ ვძაბავთ ერთმანეთს ..
რაც უფრო ვიზრდებით, ვხვდები რო უფრო ვზრუნავთ ყველაფერზე .. ვიღაცისთვის არაფრის მომცემი და უფერული რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ისიც ბედნიერებაა, კევს რო გავუყოფთ, ან შევუნახავთ ერთმანეთს ..
მე ისიც მიხარია, ხანდახან ჩვენი სახელები რო ეშლებათ .. შენ ლიკას, მე კი – მაკოს რო დამიძახებენ .. ეს ორი სახელი ერთმანეთის გარეშე რაღაცნაირად, ცარიელად რო წარმოითქმის ისიც მახარებს . .
ორივე ერთიდაიგივე რაღაცეებს რო ვამჩნევთ, ვაკრიტიკებთ, მერე თვალებით რო გადავხედავთ ერთმანეთს აგვიტყდება ჩვენი უმიზეზო სიცილი, ცანცარი ..
რაღაც რო მინდა მოგიყვე და ჩემი ემოციები გადმოგცე, ხანდახან სიტყვა : აი აი აი აი აი აი აი აი – ც კმარა ხოლმე .. შენ ხვდები ჩემს გრძნობებს და იცი როგორ ვარ . .
მართლა, მთელი გულით მიხარია რო ხარ ..
მაგ გულით, ბევრი რამის გაგება შეგიძლია ..
სავსეა ჩემი ყუთი ტკბილი მოგონებებით
.. ერთმანეთთან დაკავშირებული თითოეული დღე, ამბავი .. არაფერი ცალ-ცალკე.. ყველაფერი ერთად..
ყველაფერი ერთად იქამდე, სადამდეც სიტყვა “ სულ “ გრძელდება . .
სულ სულ სულ . . .