აკირა კუროსავა / ვან გოგი

მინდა გაჩვენოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ( 10 წუთიანი ), რომელიც შექმნა აკირა კუროსავამ და მიუძღვნა ვინსენტ ვან გოგს. ამ პატარა ფილმში გაცოცხლებულია ვან გოგის ნამუშევრები. ერთ-ერთი მთავარი – კი მისი ბოლო ნამუშევარი , “ჭვავის ყანა ყვავებთან” არის.

ვან გოგი ჭვავის ყანაში ხატავდა ამ ნახატს. ზუსტად ის ბუნება გადმოიტანა ფურცელზე, რომელსაც ხედავდა და იმდენად დიდი გავლენა იქონია ამ ნამუშევარმა, რომ ჰოლანდიელმა პოსტ-იმპრესიონისტმა, ნახატის დასრულებისთანავე ზუსტად იმ ადგილას, ჭვავის ყანაში მოიკლა თავი.
ეს ყველაფერი კი ფილმში ძალიან შთამბეჭდავად არის წარმოდგენილი.

ჯარეტ სჩექტერი – ანონიმურობა

ჯარეტ სჩექთერი დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტია და მისი ფოტო მასალა ძირითადად დოკუმენტალური ხასიათისაა.

Anonimity მისი მერვე წიგნია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ჩემი ფავორიტი

ვივიან მაიაერი

დამალული ტალანტი ანუ ვივიან მაიერის უცნობი ფოტოების დაბრუნება ნიუ იორკში.


ვივიანი მაიერი ერთი ფრანგი, ღარიბი გოგონა იყო, რომელიც 30იანი წლების დასაწყისში ჩავიდა ჩიკაგოში. ძიძად მუშაობდა სხვადასხვა ოჯახებში, რადგან ფრანგულად წერაც კი არ იცოდა ნორმალურად და შესაბამისად ვერსად შოულობდა კარგ სამსახურს, ერთადერთი რაც უდაოდ შეეძლო წამის დაფიქსირება და ადამიანების ფირზე აღბეჭდვა იყო. ცხოვრების მანძილზე 100 000 მდე ფოტო აქვს გადაღებული, რომელიც სიკვდილის შემდეგ ნახეს მის ნაქირავებ ბინაში. სურათებით სავსე ყუთი ვინმე John Maloofმა აღმოაჩინა, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ფოტოგრაფიის, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა დაინტერესებულიყო ვივიანითა და მისი ფოტოებით.

რას იფიქრებდა თუ უნიკალურ ფოტომასალასთან ჰქონდა საქმე, რომელიც სთრით სთაილის და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების აღწერის ერთ-ერთ საწყისად შეიძლება ჩაითვალოს.
პირადად მე, აღფრთოვანებული ვარ ^_^ ცოცხალი, შავ-თეთრი, მაგრამ ფერადი ფოტოები ❤

ექსპრეზიონიზმი

ექსპრეზიონიზმი

ლათინური სიტყვაა expressio გამოხატვას ნიშნავს.
იგი ჩამოყალიბდა 20-ე საუკუნის დასაწყისში, გერმანიაში, რომელმაც თითქმის მთელი დასავლეთ ევროპა მოიცვა. ექსპრეზიონიზმი, როგორც მიმდინარეობა, არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ კინოში, თეატრში, მუსიკასა და ლიტერატურაშიც გავრცელდა.

1905 წელს ჩამოყალიბდა ექსპრესიონისტ მხატვართა დაჯგუფება, რომელთაც თავიანთ ჯგუფს, “ხიდი” უწოდეს. მათი იდეა იყო აეგოთ უხილავი ხიდი წარსულსა და თანამედროვე ხელოვნებას შორის.
ამ პერიოდში, უკვე იგრძნობოდა პირველი მსოფლიო ომის საშიშროება და ექსპრესიონისტებს სურდათ ამ განგაშის ასახვა ნახატებში, თავიანთი აზრების და ემოციებიც გადმოცემა სურდათ, რეალობაზე მეტად, საკუთარი გრძნობების ასახვაზე ფიქრობდნენ.. ამიტომ მათ ნახატებში საგნები დეფორმირებულია.
ექსპრესიონისტები ძირითადად პესიმიზმს გამოსახავდნენ. ისინი ხატავდნენ არა მოვლნას, არამედ მათ დამოკიდებულებას ამ მოვლენებისადმი.
მთლიანობაში, ექსპრესიონისტული ნახატები აღძრავენ ემოციებს და არც ერთი ნახატის მიმართ, არ გვტოვებენ გულგრილს.
მხატვრები თავიანთ მასწავლებლად ვან გოგს მიიჩნევდნენ.

ექსპრესიონისტები :

ედუარდ მუნკი, ოტო დიქსი, გრეგორი გროსი, ოსკარ კოკოშკა..

ექსპრესიონიზმისა და თავად ედუარდ მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი არის ნახატი “კივილი” ..

” მე და ჩემი მეგობარი მოვდიოდით ხიდზე, ოსლოში. უკან რომ მოვტრიალდი, მე დავინახე როგორ გაწითლდა ცა .. ეს კი აღვიქვი როგორც კივილი ” 

ოტო დიქსი

ოტო დიქსი

ოტო დიქსი

 

From Fouves To Express

ფოვიზმი

ეს არის 20-ე საუკუნის მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარიზში დამხატვრობაში ახალი პრინციპების, სტილის დანერგვას მოასწავებდა.
1905 წელს, პარიზში, ერთ-ერთ სალონში, ახლგაზრდა მხატვრებმა მოაწყეს გამოფენა და ამით საკმაოდ დიდი სკანდალიც გამოიწვიეს .
რეაქციულად განწყობილი მაყურებელი , მათ მიმართ დამცინავ ეპითეტებს იყენებდა და ირონიულად მოიხსენიებდა. სურათები, რომელთა ავტორებიც იყვნენ : ანრი მატისი, მორის გლამინკი, დერენი, ჟორჟ ბრაკი ..
ხალხში აღშფოთებას იწვევდა, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლებოდა ვინმეს ნარინჯისფერი ველები, მეწამული ქუჩები, მწვანე მონასმებით დახაზული ქალის სახე ეხატა, უჩვეულოდ გაემარტივებინა ნახატები და პერსპექტივის ყველანაირი კვალი გაექრო.
მათ, კრიტიკოს ლუი ვოკსელმა მტაცებელი ცხოველები უწოდა, რაც ფრანგულად fouves-ს ნიშნავს და სწორედ ასე დაერქვა ამ მხატვრულ მიმდინარეობს ფოვიზმი. ფოვისტების ლიდერი იყო ანრი მატისი, საკმაოდ გავლენიანი ფიგურა ხელოვნებაში, რომლის ორი , ყველაზე ცნობილი ნახატია : ცეკვა, სიმღერა.

მართალია ფოვიზმი და ფოვისტების მოღვაწეობა ხანმოკლე იყო, თუმცა მხატვრებმა მოახერხეს ეპოქისათვის დამახასიათებელი ტენდენციების ასახვა. ჯგუფის ზოგიერთი წევრი შემდგომ სხვა ახალ მიმდინარეობებს შეუერთდა. ფოვიზმმა საფუძველი კი ექსპრესიონიზმს ჩაუყარა.