აქსესუარები – 2011

არც ერთი ლუქი მიმაჩნია სრულყოფილად ერთი აქსესუარის გარეშე მაინც. 
ვფიქრობ არაფერი ისე კარგად არ გამოხატავს ინდივიდუალიზმს,
როგორც აქსესუარი.
არ აქვს მნისვნელობა იქნება ეს საყურე, საათი, ყელსაბამი..
აქსესუარი ბევრად უფრო შენია, ვიდრე სამოსი..

ამიტომ გავიგოთ რომელი მათგანია ბევრად უფრო ჩვენი 2011ში  !

ლამაზი თითები, ლამაზი ბეჭდებით ..
 წელს ბეჭდების საოცარი კოლექციით კი ნამდვილად YSL გამოირჩევა. 
ძვირფასი,ფერადი, დიდი ქვები ბეჭდებს სულ სხვა ხიბლს სძენს.

 
Collar Necklaces - თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ წლის ჰიტია.
თანაც, დამსახურებულად .

მიხარია,რომ ჩემია 😀

 საათები და ბრასლეტები - ამ მხრივ სრული თავისუფლებაა.
ერთ ხელზე თუ გინდათ, 5 საათი და 48 ბრასლეტი გაიკეთეთ. 
რაც მე პირადად ძალიან მომწონს.

 
ჩანთები - წელს საჩელების და კლაჩების დროა. 

 

ჩემი ნივთები .. ♥

ამ პოსტის Inspiration წყარო მარიტას ბლოგი http://notesofsummer.wordpress.com/ და პოსტი რეალობა და წარმოსახვითი ნივთები გახდა .. ♥

ხშირად ვაგროვებ სხვადასხვა აქსესუარების ფოტოებს და მანამ სანამ მეც მსგავსებს არ შევიძენ,ვტკბები მათი სილამაზით, მაგრამ რა ჯობს იმას, როცა რეალურად, შენს ზარდახშებში ინახება ისინი .. აი მაგალითად : ყელსაბამები და კულონები ♥

ვინც მიცნობს, ყველამ იცის როგორ მიყვარს ბეჭდები და რამდენი მიკეთია ხოლმე ♥♥

როცა მახსენდება ხოლმე და ტანსაცმლის იარლიყებს არ ვაგდებ, ყოველთვის ვინახავ მათ, განსაკუთრებით თუ ლამაზები და ბანტიანებია =)))

Memories..Memories..memories .. ♥ – ასე ჰქვია ჩემს წერილების, ბილეთების, ბლოკნოტების, რვეულების შესანახ ყუთს.
შევხედავ და მეღიმება 🙂 ..♥

ჟურნალები, წიგნები .. – ამ სურათში ერთ ექსკლუზიურ ჟურნალსაც დაინახავთ, რომელიც ჩემმა დაქალმა, სპეციალურად ჩემთვის გააკეთა – VOGUE ! ♥

როგორ მიყვარს ბრასლეტები, საათები ♥
საყურეები ♥♥
ერთი სიტყვით, ეს იყო მცირე მიმოხილვა და კოლექცია იმ ნივთებისა, რომელიც ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, მსგავს აქსესუარებს, წერილებს, მოკლედ სამახსოვრო რაღაცებს ყველა უნდა ინახავდეს .. ♥♥

Memory is a way of holding onto the things you love, the things you are, the things you never want to lose. ♥