Summer

დიდი ხანია არაფერი დამიწერია…..
არც მეცალა, არც სურვილი მქონდა და არც იდეა…
ასევე დიდი ხანია თბილისიდან წასვლას, დასვენებას და „ნამდვილი“ ზაფხულის დაწყებას ველოდები.

ლოდინმა შედეგი გამოიღო და ხვალ, თბილისიდან ჩემს დაქალთან ერთად გავაღწევ და დავისვენებ. ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ კახეთში, მოვაწესრიგებთ ყველაფერს…
მაკომ მგონი ყველა ჟანრის ფილმი გადმოწერა, მიგვაქვს ყველაფერი რითიც შეიძლება გაერთო და თან იქაურობის იმედიც გვაქვს :)))
웃 유
საერთოდ ყოველი წასვლის წინ გული მიჩუყდება ხოლმე, ვიცი რო ჩემები მომენატრებიან, თან მალე დედაჩემის დაბადების დღეა და მინდოდა აქ ვყოფილიყავი, მაგრამ მელანქოლია მტოვებს და ისევ ხალისით ვიწყებ დღეების და უკვე საათების თვლას წასვლამდე..
ვაპირებ , იქაც ჩემთვის ვწერო რაღაცეები და მერე აქ გადმოვიტანო…. ერთი სიტყვით , ყველანაირ შთაბეჭდილებას, ამბავს, ჩამოსვლისთანავე დავწერ.
მინდა რომ ჩემი ბლოგი კარგი პოსტებით ავავსო და იმედია გამომივა კიდეც.

But still.. I think of you and the sea.

ყველას ხალისიან, საინტერესო და ფერა დასვენებას გისურვებთ♥ ♥

***
Where you used to be, there is a hole in the world, which I find myself constantly walking around in the daytime, and falling in at night.  I miss you like hell.
***
I wish that you were here or that I were there, or that we were together anywhere!
***
I miss you when something really good happens, because you are the one I want to share it with. I miss you when something is troubling me, because you are the one who understands me so well. I miss you when I laugh and cry because i know that you are the one that makes my laughter grow and my tears disappear. I miss you all the time, but I miss you most when i lay awake at night and think of all the wonderful times we spent with eachother;for those were some of the best times of my life.

Advertisements

Fleur Essence

გუშინ ჩემი პირველი გესტ-პოსტი დავწერე, გავუგზავნე მარიტას მეილზე და ერთი სული მქონდა, როდის წაიკითხავდა და (იმედია) დადებდა თავის ახალგაზრდული ჩანაწერების ბლოგზე..
სუუულ, სუუულ პირველად მის ბლოგში წავიკითხე პოსტი  მოგზაურობა მოდიდან – ბლოგამდე. რამდენიმე აბზაცში კი საკუთარი თავი ვიპოვე.

მერე გავიფიქრე : ” ხომ შეიძლება ცოტახანში მეც გამინელდეს სიყვარული ვოგისა და ანა ვინტურისადმი .. ”
მაგრამ ყველაფერზე ასე თუ ვიფიქრე, ჩემი ცვალებადი ხასიათის გადამკიდე, არაფერიც არ გამოვა..
ხოდა, ამიტომ.. მანამ სანამ ეს “გრძნობა”, სახელად “მე მიყვარს ვოგი” დინების ტემპს ინარჩუნებს და მგონი მატულობს კიდეც, ეს გესტ-პოსტიც მოდას მივუძღვენი, ოღონდ გაპიროვნების ხერხის გამოყენებით =)))

Talking Fashion..
ცოტახანს გავაცოცხლე ის, “ვინც” სიყვარულის მსგავსად, ზოგიერთი, მოდაზე შეყვარებული ადამიანის დედამიწას ატრიალებს და ახალისებს ..
 Fleur Essence ანუ გახალისებული მოდა

First..

პირველი პოსტია და ისიც საიდან დავიწყო არ ვიცი..
უბრალოდ დიდი ხანია მინდოდა ბლოგის გაკეთება;
ბევრჯერაც ვცადე , მაგრამ ყოველ ახალ ექაუნთს ხელუხლებელს ვტოვებდი.
ახლა კი გამიჩნდა სურვილი და ნებისყოფა(ც) რომ ესე აღარ იყოს
და აქტიურად ვწერო..
ვწერო ყველაფერზე რაც მინდა და რაც მომწონს..
თუმცა ალბათ აქაც თავს გამოიჩენს ჩემი სიყვარული ვოგისადმი
და ბლოგის ხშირი თემაც სწორედ ის იქნება.. 
რადგან სათაურის ერთ-ერთი შემადგენელი სიტყვაა Myself ,
ვეცდები ჩემს თავზეც ვწერო,ამიტომ აქვე ვიტყვი, რომ მქვია ლიკა
(რაც ალბათ დასაწყისში უნდა მეთქვა :დ)
და ახლო მომავალში ვიქნები ვოგის რედაქტორი..
(ამბიციური განცხადებაა.. კი ნამდვილად)
დანარჩენს კი თანდათან დავწერ..