სიმარტივე..

Sometimes it lasts in love, But sometimes it hurts instead.

ხანდახან ყველაფერი იმაზე რთულია, ვიდრე გვგონია.  ეს იმის ბრალია, რომ ადამიანებს ბევრი რამ იმაზე მარტივად გვინდა, ვიდრე ეს საერთოდ შესაძლებელია. ეს კიდევ იმის ბრალია, რომ მხოლოდ ემოციით მოქმედება გვახსოვს და 2 წუთით გონება მივიწყებული გვაქვს. ეს კიდევ ფილმების, წიგნების, სპექტაკლების ბრალია, სადაც რეჟისორია ღმერთიც, ბედისწერაც, ნებისმიერი სიტყვაც, მოქმედებაც.. სადაც ყველაფერს მხოლოდ მწერალი წყვეტს და კალამი ასრულებს..
ეს ოცნებების ბრალიცაა. იმ ოცნებების, რომელზეც მომავალს ვაშენებთ, ვამყარებთ და წარმოგვიდგენია. ეს იმ გამყიდვლის ბრალია, ვინც მოტყუებით ფერად შუშიანი სათვალეები გვაყიდინა და დაგვარწმუნა, რომ მას ზამთრის მუქი, სუსხიანი ღამეები არ ეკარება. 
 

ეს იმ ილუზიების ბრალია, რომელსაც ვხატავთ, ვხატავთ..
ეს იმის ბრალია, რომ ხატვისას ვერ ვჩერდებით..
ეს იმის ბრალია, რომ გვჯერა ნახატის..
ეს ისეთი სურათის ბრალია, რომლის წარწერაც მეუბნება იმ მაღაზიის ნომერს, სადაც ბედნიერება იყიდება.

ეს იმ თვალების ბრალია, რომელმაც გვითხრა, 
რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
და ეს იმ გულის ბრალია, რომელმაც ყველაფერი დაიჯერა.
დიახ, ეს გული თქვენია.

 

 

Advertisements

გული .. ♥

მესმის ტკბილი ხმა ყურში ..
შენ გაქვს მარტო ესეთი ხმა ..
გგონია რამე განსაკუთრებული?
არა, პირიქით..არავის იზიდავ მაგ შენი ხმით.. უბრალოდ სიტყვებს, ისეთ მზიან სიტყვებს იმეტებ ჩემთვის ..
ვხედავ ლამაზ თვალებს..
შენ გაქვს მარტო ესეთი თვალები..
გგონია რამე განსაკუთრებული?
არა, პირიქით, უბრალოდ, მრგვალი, ყავისფერი, წვრილ გუგებიანი თვალები გაქვს.. უბრალოდ ისე სხვანაირად, ისე ღრმად ხედავ ყველაფერს.. მაყვარებ სამყაროს..
ვეხები რბილ თმას ..
შენ გაქვს მარტო ესეთი თმა..
გგონია რაიმე განსაკუთრებული?
არა, პირიქით, ნახშირს დამსგავსებული თმა გაქვს.. უბრალოდ ჩემი თითები ყველაზე მეტად მაგ შენს შავ თმას ემეგობრებიან .. ემსგავსებიან მწვანე მინდორში მორბენალ მოუსვენარ, ცელქ ბავშვებს,  მერე რა შენი თმა თუ მუქია..
გაჩუმდი წვიმა.. გაჩუმდითქო ! სხვაგან ესეთს ვერ გაიგებ და ვერ იგრძნობ..
ჰმ.. შენი გული
შენ გაქვს მარტო ესეთი გული..
გგონია რაიმე განსაკუთრებული?
არა, პირიქით, ცვეულებრივი როგორც ყველას, უბრალოდ სხვანაირად ცემს.. სხვანაირად გრძნობს და გიძგერს..
ისეთი თბილი და მხურვალეა..
შენ გულს ესმის..ყველაფერი ესმის და ყველაფერზე ზრუნავს. ყურადღებიანი გული გყავს, ერთგული და ალუბლისფერი ..
მე მიყვარს შენი გული, მიყვარს წელიწადის ოთხივე დროს, 12ივე თვეს, 365ვე დღეს და ყოველ წამს..ყოველ უსასრულობასი მოცურავე წამს, რომელიც წარბაწეული გვაკონტროლებს, მაგრამ შენი გულის ძახილის გაგონებისთანავე დნება და ჩერდება.
ახლაც გაჩერებულია.. ბედნიერად.