10 ტრენდი 2012 წლის გაზაფხულისთვის (ვოგის მიხედვით)

გაზაფხულის ტენდენციები ყოველთვის ფერადი, ასე თუ ისე სადა და ნათელია, მაგრამ 2012ში ბევრი თუ არა, რამდენიმე დეტალი რა თქმა უნდა შეიცვალა ..

ვინტაჟი – 80იანების ვოგი

რა ხდებოდა 80იან წლებში ვოგში ?
Very Easy
Very Vogue ..
რაც ეს სურათები ვნახე, კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ 80იანი წლის ქალები, ყველაზე ელეგანტურები და გემოვნებიანები იყვნენ.
ის რაც ახლაც ვინტაჟია, სწორედ მათგან მოდის და მათი სტილის დამსახურებაა.





ანა ვინტურზე..

მოდის სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი და ცნობილი სახელი, ანა ვინტური 1988 წლიდან მოყოლებული, დღემდე ვოგის სათავეში დგას და ვფიქრობ, რომ შეუცვლელი რედაქტორია. ვოგის აღზევების ხანა სწორედ მის მოსვლას უკავშირდება და სიახლეთა ზღვა, მისი რედაქტორობის პერიოდიდან მოდის.
მისი სარედაქციო კარიერა 1970 წლიდან დაიწყო, ბრიტანულ ჟურნალ Harper’s & Queenში. შემდგომში, 70იანი წლების შუა პერიოდში, ნიუ იორკში გადავიდა და მუშაობა Harper’s Bazaarში განაგრძო, თუმცა ვინტური მუდამ აღნიშნავდა, რომ მისი მთავარი სამიზნე ამერიკული ვოგი იყო, მანამდე კი, ლონდონში დაბრუნებისას, 1986 წელს, ბრიტანული ვოგის რედაქტორად დაინიშნა, მაგრამ ვინტურის სამიზნეს, ამჯერადაც ათიანში მოხვდა, Condé Nastის პრეზიდენტმა, სი ნიუჰაუზმა, გრეის მირაბელას შეცვლა ანა ვინტურით გადაწყვიტა, თუმცა ამ ფაქტში ცუდი ის იყო, რომ გრეისმა ამის შესახებ ლიზ სმიტის სატელევიზიო განცხადებიდან შეიტყო.

ვოგის პირველი გარეკანი ვინტურის რედაქტორობით. დიორის ათიათასიანი მაისური და უბრალო ჯინსი

დასაწყისში ტყუილად არ ვახსენე სიტყვა ძლევამოსილი, ანას სიტყვა მოდის ინდუსტრიაში დღემდე კანონად რჩება, შეიძლება ითქვას, რომ მასზეა დამოკიდებული რომელიმე ამომავალი ვარსკვლავის კარიერის წარმატება ან წარუმატებლობა. ამ 23 წლის განმავლობაში ვინტური უამრავ დიზაინერს დაეხმარა წინსვლაში, მაგ : Zac Posen, John Galliano, Narciso Rodriguez, Tory Burch, Thom Browne, Marc Jacobs და სხვ.
ვოგი ანა ვინტურთან ერთად წარმოადგენს ოქროს ბილეთს მოდის ინდუსტრიაში.
შექმნილია სტერეოტიპი რომ ანა მკაცრი კანონებითა და წესებით მოქმედებს, მაგრამ ვთვლი, რომ მსგავსი სტერეოტიპი დასამსხვრევია, რადგან იმ ქმედებების ფონზე, რასაც ვოგის ყველა დროის საუკეთესო რედაქტორი ანხორციელებს, აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. მისი გავლენა საზოგადოებაზე არაერთხელ დახმარებია ადამიანებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი, მარკ ჯეიქობსი არის. მისი კარიერის დასაწყისის დროს, ერთ-ერთი კოლექციის შოუსთვის ესაჭიროებოდა სასტუმრო პლაზას დარბაზი, მაგრამ ახალბედა დიზაინერისთვის მსგავსი სივრცის დაქირავება სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ ანა, დაუკავშირდა სასტუმრო პლაზას მფლობელს – დონალდ ტრამპს და მეორე დღესვე დარბაზი მარკის ჩვენებისთვის მზად იყო.
ანა ვინტურის, როგორც ამერიკული ვოგის რედაქტროის წლიური შემოსავალი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს. მას ემსახურება სამი ასისტენტი მთელი დღის განმავლობაში, სტილისტი და ა.შ.
ანას ვიზუალი თითქმის უცვლელია, შავი შანელის სათვალე, კარედ შეჭრილი თმა და ამაყი სიარული. მსგავსი შეხედულების გამო მას a fabulously glamorous insectსაც უწოდებენ. ანას თქმით, მან კარე 15 წლის ასაკში შეიჭრა და დღემდე ატარებს მას.
ანას სამუშაობ კაბინეტი Condé Nast ის შენობაში, მეთორმეტე სართულზე არის, საიდანაც ზედამხედველობს ასობით ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს, დიზაინერს, სხვადასხვა განყოფილებებს.
 თითოეული ფოტო თუ სტატია, რომელიც ვოგში იბეჭდება ანას მიერ არის შემოწმებული, შერჩეული, ჩამოყალიბებული. ვოგის ნომრის დასაწყისში, პირველი ყოველთვის მისი სტატია არის. Letter From The Editor – ანას განსაკუთრებული წერის მანერა და სტილი აქვს, მის მიერ დაწერილი აბზაცები ერთ ამოსუნთქვაში იკითხება და არ არის მონოტონური.
მისი პერსონა ძლიერი ქალის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თანაც ეს ძალა არ არის მსახიობური ნიჭით შეფერადებული, ეს ძალა წარმოადგენს ანას ნამდვილ სახეს, ხასიათს, შესაძლებლობებს. წესრიგის გარეშე, არსად არაფერი გამოდის კარგი და სრულყოფილი, ამიტომ მგონია, რომ სწორედ ის წესრიგი, რაც ანას მიერ იქნა ვოგის და ზოგადად მოდის ინდუსტრიაში დამყარებული – სანიმუშოა. მერე რა, რომ one of the most frightening women in the world-ს ეძახიან, მერე რა, რომ მასთან მიახლოებისას ზამთრის სუსხიანი დღეები შეიძლება დაუდგეს ადამიანებს შუა ზაფხულში, მერე რა, რომ გზაზე ვინც ეღობება, ყოველთვის წაგებული რჩება, ფაქტი ერთია, მან შექმნა შეუპოვარი, ძლიერი, განათლებული, გემოვნებიანი და პრინციპული ქალის ეტალონი.
რაც შეეხება ანას ჩაცმულობას, The September Issueშიც კარგად ჩანს, რომ მისთვის, თითოეული ფერი რაღაც კონკრეტულ ისტორიას წარმოადგენს და სათუთია. ალბათ გახსოვთ მონოლოგი The Devil Wears Pradaში, სადაც უხსნის ასისტენტ ენდის, როგორ გამოიყენა ოსკარ დე ლა რენტამ ცისფერი ფერი შოუებში..
 მსგავსი მიდგომა ფერების მიმართ, იგრძნობა მის სამოსში. აქსესუარების მხრივ, ყოველთვის ამშვენებს ანას ყელს ბრილიანტებითა და სხვადასხვა ძვირფასი ქვებით მოჭედილი, უამრავი ფერის ტონში გადაწყვეტილი ყელსაბამი.

ჰარი პოტერის პრემიერაზე

ანას პიროვნება კარგად გამოჩნდა, დევიდ ლეტერმანთან გადაცემაში, სადაც მან თქვა : the people that i’m working with, და არა the people that work for me.
შესამცნევია ის ფაქტიც, რომ ანას ქალიშვილს არ სურს დედის კარიერის გაგრძელება და იურისტობას ანიჭებს უპირატესობას.
ანა ვინტურის სახლში, ერთ-ერთი კარადა სავსეა ვოგის გამოცემებით, თითქმის ყველა ნომერი არის მის სახლში მოთავსებული. ფაქტია, რომ ანას უყვარს ვოგი და მისთვის ცხოვრებაში პირველ ადგილასაა.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ახასიათებს მას როგორც ადამიანს დარედაქტორს.. მთავარია, რომ მის საქმეში ბადალი არ ჰყავს. რა ხდება ვოგისა და მოდის შიდა სამზარეულოში, ეს ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია, შეიძლება ხარისხი საერთოდაც არ მივანიჭოთ, მნიშვნელოვანი არის მხოლოდ ის, რომ მთელი მსოფლიო კითხულობს ვოგს და საუბრობს ანაზე.
ანას რედაქტორობამ, ვოგი ცალკე მცნებად აქცია. ჟურნალი იმაზე მეტი გახდა, ვიდრე პრიალა ფურცლებითა და სტატიებით სავსე კრებული. რეკლამა ვოგის ჟურნალში, ნიშნავს რეკლამას მსოფლიოს გარშემო (საქართველოს გარდა).
ეჭვიც არ მეპარება, რომ სხვა ქვეყნის ვოგის რედაქტორები არანაკლებ პროფესიონალები არიან, უბრალოდ აშკარაა, რომ თითოეულ მათგანს აკლია ის შინაგანი ძალა, რითაც ანა განაგებს იმ ინდუსტრიას, რომელიც აღწევს სრულყოფილებას და ხელოვნების, ინტელექტის, იდეალურობის, ძალაუფლების ერთმანეთში შერწყმას წარმოადგენს. ამ ინდუსტრიას კი ჰქვია VOGUE.
ანა ვინტურზე დანარჩენს მაშინ დავწერ, პირადად რომ გავიცნობ.. 

ვოგის ყოველდღიურობა

ვოგის განუყრელ რუბრიკას –  5 Days, 5 Looks, 1 Girl, ამჯერად ვოგის აქსესუარების განყოფილების რედაქტორი Selby Drummond გაუმასპინძლდა.
ზოგადად რუბრიკის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ერთ გოგონას, ეძლევა საშუალება საკუთარი ყოველდღიური სტილი, მაქსიმალურად კარგი კუთხით გამოავლინოს 5 დღის განმავლობაში. მკითხველებს ეს განყოფილება არამარტო ტენდენციების რიტმის აყოლაში, არამედ შთაგონებების გაღვიძებაში ეხმარება.

დღე 1 მსგავსი Denim ჩაცმულობა  საერთოდ არ მომწონს. მხოლოდ ჩანთამ და აქსესუარებმა მომხიბლეს. ამავე დღის ინტერვიუში სელბი ამბობს, რომ ვოგის მეშვეობით იგი ეცნობა ყველა დამწყებ დიზაინერს, ასევე ხშირად სტუმრობს მათ სტუდიებში, რაც ახალი იდეების ჩამოყალიბებაში ეხმარება, თუმცა რამდენად გამოიყენა ეს იდეები პირველი დღის ჩაცმულობაში, ვერ გეტყვით. მაგრამ აშკარაა, რომ ღირსეულად არის აქსესუარების განყოფილების რედაქტორი.

Bulgari bag

დღე 2 :
ძალიან, ძალიან მომეწონა. არამარტო სტილი, ინტერიერი,გარემო.. ბლუზას მაგვარი   Rochas  ჟაკეტი, რომელიც სელბის აცვია საოცარი ფერის არის და აბსოლუტურად ჯდება მის ჩაცმულობაში, ახალისებს და კვეთავს მიუ მიუს,შავი ფერის ქვედაბოლოს. ვგიჟდები მსგავს ლუქებზე.

mother-of-pearl clutch

 სელბი აღნიშნავს, რომ კლაჩი, წლის ჰიტია და ყველას უნდა ჰქონდეს.

დღე 3 :
მიაქციეთ ყურადღება, რომ სელბის ვერც ერთ ლუქში ნახავთ სრულად მუქი ფერის კომბინაციებს. მის სამოსში, აუცილებლად გამოირევა მაინც ერთი ღია, ზაფხულის შესაფერისი ფერი, რომელიც სხვა ელფერს აძლევს ჩაცმულობას.
 pink Michael Kors trousers
– ლუქის მთავარ ხიბლად მიმაჩნია, ვერა ვანგის ჟილეტთან ერთად.

vintage watches

 დღე 4 :

Miu Miu dress

ფეხსაცმელების გარდა, ყველაფერმა მომხიბლა, თუმცა რეალობა ისაა, რომ ისინი მოდას დიდი ხანია დაუბრუნდნენ.. მაგრამ მაინც არ მომწონს.

Cartier’s watch

 საყურეები განსაკუთრებით მომეწონა, შეხამებული პრადას სათვალესთან.
დღე 5 :

ჩაცმულობა რომლის არც ერთი დეტალიც არ მომეწონა.
თუმცა, სელბიც ამბობს ინტერვიუში, რომ პარასკევობით, მოდასთან თამაში უყვარს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ თამაშში წააგო და ვერც Celineმა უშველა. 

Fleur Essence

გუშინ ჩემი პირველი გესტ-პოსტი დავწერე, გავუგზავნე მარიტას მეილზე და ერთი სული მქონდა, როდის წაიკითხავდა და (იმედია) დადებდა თავის ახალგაზრდული ჩანაწერების ბლოგზე..
სუუულ, სუუულ პირველად მის ბლოგში წავიკითხე პოსტი  მოგზაურობა მოდიდან – ბლოგამდე. რამდენიმე აბზაცში კი საკუთარი თავი ვიპოვე.

მერე გავიფიქრე : ” ხომ შეიძლება ცოტახანში მეც გამინელდეს სიყვარული ვოგისა და ანა ვინტურისადმი .. ”
მაგრამ ყველაფერზე ასე თუ ვიფიქრე, ჩემი ცვალებადი ხასიათის გადამკიდე, არაფერიც არ გამოვა..
ხოდა, ამიტომ.. მანამ სანამ ეს “გრძნობა”, სახელად “მე მიყვარს ვოგი” დინების ტემპს ინარჩუნებს და მგონი მატულობს კიდეც, ეს გესტ-პოსტიც მოდას მივუძღვენი, ოღონდ გაპიროვნების ხერხის გამოყენებით =)))

Talking Fashion..
ცოტახანს გავაცოცხლე ის, “ვინც” სიყვარულის მსგავსად, ზოგიერთი, მოდაზე შეყვარებული ადამიანის დედამიწას ატრიალებს და ახალისებს ..
 Fleur Essence ანუ გახალისებული მოდა

ჩემი ნივთები .. ♥

ამ პოსტის Inspiration წყარო მარიტას ბლოგი http://notesofsummer.wordpress.com/ და პოსტი რეალობა და წარმოსახვითი ნივთები გახდა .. ♥

ხშირად ვაგროვებ სხვადასხვა აქსესუარების ფოტოებს და მანამ სანამ მეც მსგავსებს არ შევიძენ,ვტკბები მათი სილამაზით, მაგრამ რა ჯობს იმას, როცა რეალურად, შენს ზარდახშებში ინახება ისინი .. აი მაგალითად : ყელსაბამები და კულონები ♥

ვინც მიცნობს, ყველამ იცის როგორ მიყვარს ბეჭდები და რამდენი მიკეთია ხოლმე ♥♥

როცა მახსენდება ხოლმე და ტანსაცმლის იარლიყებს არ ვაგდებ, ყოველთვის ვინახავ მათ, განსაკუთრებით თუ ლამაზები და ბანტიანებია =)))

Memories..Memories..memories .. ♥ – ასე ჰქვია ჩემს წერილების, ბილეთების, ბლოკნოტების, რვეულების შესანახ ყუთს.
შევხედავ და მეღიმება 🙂 ..♥

ჟურნალები, წიგნები .. – ამ სურათში ერთ ექსკლუზიურ ჟურნალსაც დაინახავთ, რომელიც ჩემმა დაქალმა, სპეციალურად ჩემთვის გააკეთა – VOGUE ! ♥

როგორ მიყვარს ბრასლეტები, საათები ♥
საყურეები ♥♥
ერთი სიტყვით, ეს იყო მცირე მიმოხილვა და კოლექცია იმ ნივთებისა, რომელიც ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, მსგავს აქსესუარებს, წერილებს, მოკლედ სამახსოვრო რაღაცებს ყველა უნდა ინახავდეს .. ♥♥

Memory is a way of holding onto the things you love, the things you are, the things you never want to lose. ♥

იაპონური ვოგის რედაქტორი და გარემო ..

ანა დელო რუსო – იაპონური ვოგის რედაქტორი და შემოქმედებითი კონსულტანტი, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიაში. მეორენაიდა მას “passionate fashionistaს” უწოდებენ და ვფიქრობ, სავსებით სამართლიანად..  მის გარდერობში, ფეხსაცმლის 4000მდე წყვილი ინახება და გასაოცარი დიზაინით გამოირჩევა იქ არსებული ანას თითოეული სამოსი, მაგრამ საინტერესოა, ასეთი ტიპაჟის ადამიანს, როგორი სახლი, როგორი ოთახი უნდა ჰქონდეს ..

ალბათ მდიდრული, მოდური .. თავისებური ..

ყველაზე ძალიან რამაც აღმაფრთოვანა ❤