Club Monaco Spring 2012 Lookbook ანუ ცოცხალი ფოტოები

Club Monaco Spring 2012 Lookbook
მიყვარს უბრალო, მაგრამ ვინტაჟური ლუქბუქის ფოტოები.
სხვადასხვა ბრენდები და დიზაინერები ხშირად თვლიან, რომ ლუქბუქი გაყინული ფოტოების კრებულია, სადაც ყურადღება უნდა მიაქციო მხოლოდ ტანსაცმელს და მოდელის ფეხის სიგრძეს.
არადა ვერ ვხვდები რატომ უნდა მომეწონოს ცივი, ხელოვნური ფოტოები. კი, ლუქბუქში მთავარი ტანსაცმელია, მაგრამ როგორც მაღაზიის კარგი ინტერიერი, უფრო სასიამოვნოს ხდის სამოსის თვალიერებას, ისე არის ბუნებრივი, თბილი ლუქბუქი გაცილებით ხალისიანად დასათვალიერებელი, სულ რომ ტანსაცმლით არ მოიხიბლო, ფოტოები მაინც მოგეწონება.

Club Monacoს 2012 წლის გაზაფხულის ლუქბუქი კი ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ლამაზი არა მხოლოდ კოლექცია, არამედ ფოტოებიცაა.

პირადად მე, 60იანი წლების და ოდრის  “Two For the Road”ის შთაგონება ვიგრძენი.

Advertisements

ბარბერი

ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეულ პროდუქტში, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს პროდუქტი ტანსაცმელია.ხშირად მსმენია, რომ ადამიანები ტანსაცმელებს თავიანთ გარდერობებში ხარისხისდა მიხედვით აწყობენ, შესაბამისად გამიჩნდა აზრი, რომ სრულყოფილია გარდერობი მაშინ, როდესაც თითოეული სამოსი ხარისხის ერთი, მაღალი მაჩვენებლის მიხედვით არის დალაგებული; თუმცა ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა..
ბრიტანული ბრენდის, ბარბერის მაგალითზე კი შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ახალი ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფერი ახალი და ხარისხიანი კიდევ უკეთესი.

ფერადი პრინტები, მაღალ წელიანი კაბები, გრძელი, ბარბერისეული პალტოები, მწვანე, მდოგვისფერი, კრემისფერი, სტაფილოსფერი, ლურჯი ფერები, შესაფერისი აქსესუარები და მოდის კრიტიკოსების შეფასებით – მაღალი ხარისხი.

Burberry Prorsum spring / summer 2012

ქალის სილუეტი – ელი სააბი

დახვეწილი და მიმზიდველი ..
სექსუალური და ნაზი ..
მკაცრი, მაგრამ თბილი .. – ელი სააბის კაბების ადრესატი ქალბატონის კრიტერიუმები სწორედ ასე გამოიყურება.
47 წლის ლიბანელმა დიზაინერმა, გატაცება პროფესიად 18 წლის ასაკიდან აქცია და პირველად ბეირუთში დააფუძნა მისი ლეიბლი. ელი სააბის მთავარი მოდის სახლი ლიბანშია. ვორქშოფები აქვს ასევე მილანსა და პარიზში.
1997 წელს, სააბი იყო პირველი არა-იტალიელი დიზაინერი, რომელიც გახდა Camera Nazionale della Modaს წევრი და პირველი ჩვენებაც ამავე წელს, რომში მოაწყო.. მას შემდეგ მისი ლეიბლი მთელს მსოფლიოშია ცნობილი და მრავალი ქალბატონის ოცნებაა, ეცვას ელი სააბი.
თავად თქვა, რომ კოლექციას თავდაჯერებული, ნაზი, მაგრამ ძლიერი ქალბატონებისთვის ქმნის და ყველა აღნიშნავს, რომ ვერც ერთი დიზაინერი ქმნის კაბებს ქალებისთვის, როგორც ელი სააბი.

ძვირფასი თვლებით მოჭედილი, გამჭვირვალე და საოცარ ფერებთან ერთად მოთამაშე, ნაზი კაბები ელი სააბის ნებისმიერი კოლექციის შემადგენელი ნაწილია.

კარგად თუ დააკვირდებით, მისი კოლექციებში გათვალისწინებულია მოდის ყველა ზოგადი ტენდენცია, მაგრამ მისი არც ერთი კაბა არასდროს ჰგავს სხვა დიზაინერების ნამუშევრებს და ყოველთვის ყველასგან გამოირჩევა. ხანდახან მგონია, რომ ეს კაბები ყინულის დედოფალს უნდა ეცვას, თუმცა იმ დედოფალს, რომელსაც თბილი გული და დიდი ძალა აქვს.

სააბის კაბები უხდება წელიწადის ოთხივე დროს და თითოეულ მათგანში ასახავს განსხვავებული ქალის ბუნებას, ქალის ისეთ სილუეტს, რომლის დანახვაც ყველას არ შეუძლია. ხშირად ამბობენ მასზე, რომ ზუსტად იცის, როგორი კაბები სურთ ქალებს.

მისი შემოქმედება მხოლოდ კაბებით არ შემოიფარგლება, მაგრამ რათქმაუნდა მხოლოდ ქალებს ეძღვნებათ. სააბის კოლექციები საშუალებას იძლევა თავი არა მხოლოდ წვეულებებზე, არამედ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც სამსახურში, განსხვავებულად და გამორჩეულად წარმოადგინოთ.

პირადად მე, ლამაზ კაბაზე, ყოველთვის ელი სააბი მახსენდება და ვფიქრობ, ნებისმიერმა ქალმა, ერთხელ მაინც უნდა შეძლოსდა ჩაიცვას კაბა – ლეიბლით ელი სააბი !

Paris Haute Couture

ორშაბათს, 4 ივლისს დაიწყო პარიზის მაღალი მოდის კვირეული და თავისთავად მოდის კრიტიკოსთა, ფოტოგრაფთა, ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა მთელი პარიზი, დიზაინერები, დამსწრე საზოგადოება და მათი ტანსაცმლის მარკები, სტილი ..სანამ უშუალოდ სტუმრების ჩაცმულობას განვიხილავდეთ, ვნახოთ რა სიმაღლისაა მოდა პარიზში ..
14 წლის განმავლობაში პირველად, დიორი ჯონ გალიანოს გარეშე  გავიდა პარიზის მოდის კვირეულზე. კოლექცია ღია ფერებით იყო სავსე, მოდელების მაკიაჟიც საკმაოდ ფერადი გახლდათ..

ჟივენშის მოდის სახლმა კი გამჭვირვალე, თეთრი და ნაზი ზამთარი აირჩია.. შემოსა მოდელები ულამაზესი თეთრი კაბებით და თამამად გაიყვანა პოდუმზე.Riccardo Tisciს მოდერნისტული მიდგომა Haute Coutureსადმი კოლექციაშიც გამოიხატა და საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი ჩაატარა იმ მხრივ, რომ ახალ ტექნიკასთან ერთად, კლასიკური მეთოდებიც გამოიყენა და საბოლოო ჯამში მიიღო :

რაც შეეხება შანელის მოდის სახლს და ბიძია კარლს, მისი შოუ მაინც ყველასგან გამორჩეული იყო, რადგან 10 საათზე დაიწყო და ჭორებს თუ დავუჯერებთ, კარლს სურდა დიდი მინის გრან პალე მთვარის შუქზე “დატბორილიყო”, როგორც კი სტუმრები შენობაში შევიდნენ წვიმა დაიწყო და იატაკი, რომელიც დაფარული იყო შავი გრანიტის ზედაპირით წყლით გაიჟღინთა.. თავისთავად ესეც ლაგერფილდის
ორგანიზებული იყო..

(ჩექმები ნამდვილად არ მომეწონა)