ვივიან მაიაერი

დამალული ტალანტი ანუ ვივიან მაიერის უცნობი ფოტოების დაბრუნება ნიუ იორკში.


ვივიანი მაიერი ერთი ფრანგი, ღარიბი გოგონა იყო, რომელიც 30იანი წლების დასაწყისში ჩავიდა ჩიკაგოში. ძიძად მუშაობდა სხვადასხვა ოჯახებში, რადგან ფრანგულად წერაც კი არ იცოდა ნორმალურად და შესაბამისად ვერსად შოულობდა კარგ სამსახურს, ერთადერთი რაც უდაოდ შეეძლო წამის დაფიქსირება და ადამიანების ფირზე აღბეჭდვა იყო. ცხოვრების მანძილზე 100 000 მდე ფოტო აქვს გადაღებული, რომელიც სიკვდილის შემდეგ ნახეს მის ნაქირავებ ბინაში. სურათებით სავსე ყუთი ვინმე John Maloofმა აღმოაჩინა, რომელსაც არაფერი გაეგებოდა ფოტოგრაფიის, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა დაინტერესებულიყო ვივიანითა და მისი ფოტოებით.

რას იფიქრებდა თუ უნიკალურ ფოტომასალასთან ჰქონდა საქმე, რომელიც სთრით სთაილის და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების აღწერის ერთ-ერთ საწყისად შეიძლება ჩაითვალოს.
პირადად მე, აღფრთოვანებული ვარ ^_^ ცოცხალი, შავ-თეთრი, მაგრამ ფერადი ფოტოები ❤

Advertisements

NY F.Week

მოდის კვირეულის თითოეული დღე შეიძლება ერთ დიდ სახალხო გამოფენად ჩავთვალოთ.
სადაც არა ნახატები, არამედ მთელი წლის ტენდენციები ერთად იყრიან თავს. 
გამონაკლისი რა თქმა უნდა არც ნიუ იორკია. 
მეგაპოლისი, სადაც დუღს მოდური ცხოვრება,აცვიათ მრავალფეროვნად,ტენდენციებზე აგებულად 
და ხანდახან უგემოვნოდაც (ვისთვის როგორ). 


ბუნების ძალა მოდაზეც ახდენს გავლენას 
და ეს უკვე კარგა ხანია ყველამ შევიტყვეთ. 
ყვავილები, ყვავილები, ყვავილები .. 

ნაქსოვი სვიტრები და გრძელი კაბები.

ზოლიანი .. ყველაფერი ზოლიანი.
არც გამკვირვებია.
მსგავსს შარვლებს მე ვიცი რომ ფეხს ვერასდროს ავუწყობს, 
მაგრამ როგორც ჩანს, ბევრი ძალიან კარგადაც ირგებს.

FUR ! 

 ფერადი შარვლები..

 Leggings and dots.