იაპონური ვოგის რედაქტორი და გარემო ..

ანა დელო რუსო – იაპონური ვოგის რედაქტორი და შემოქმედებითი კონსულტანტი, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიაში. მეორენაიდა მას “passionate fashionistaს” უწოდებენ და ვფიქრობ, სავსებით სამართლიანად..  მის გარდერობში, ფეხსაცმლის 4000მდე წყვილი ინახება და გასაოცარი დიზაინით გამოირჩევა იქ არსებული ანას თითოეული სამოსი, მაგრამ საინტერესოა, ასეთი ტიპაჟის ადამიანს, როგორი სახლი, როგორი ოთახი უნდა ჰქონდეს ..

ალბათ მდიდრული, მოდური .. თავისებური ..

ყველაზე ძალიან რამაც აღმაფრთოვანა ❤

Advertisements

განწყობა – ოთახი


მინდა ჩემს ოთახში ესეთი ფანჯარა მქონდეს 🙂

ადამიანის განწყობაზე მის გარშემო არსებული თითოეული დეტალი ახდენს გავლენას, ხანდახან შეიძლება ძალიან ელემენტარულმა რამაც კი მთლიანად განსაზღვროს მთელი დღის ხასიათი ..  პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იწყება დილა, რა გარემოში ვარ, რა გეგმები მაქვს და ა.შ.

გარემო იმიტომ ვახსენე, რომ თვალს გაახელ თუ არა და რეალობის აღქმას იწყებ, გარშემო არსებული საგნების მიხედვით შეიძლება შეგექმნას ხასიათი და განწყობა, აქედან გამომდინარე, ამ დროს დიდი მნისვნელობა აქვს, რამდენად შეესაბამება ეს გარემო შენს ზოგად ინტერესებს და რამდენად შენია ირგვლივ არსებული დეტალები.. ამ შემთხვევაში კი ეს გარემო საკუთარი ოთახია, ოთახი სადაც თითოეული ჩვენგანი დიდ დროს ატარებს და ცხოვრობს ..

ადგილი სადაც ვინახავთ ყველაფერს რაც ჩვენთვის მნისვნელოვანი, ძვირფასი და დასამახსოვრებელია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ და ყველაფერი ყველაზე ჩვენია.

 ვფიქრობ ოთახის მოწყობა ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან ამ დროს ყველა ინტერესი, გატაცება, აზრი ერთად იყრის თავს და გთხოვს, რომ შენს ოთახში მოათავსო, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ისადგურებს ყველაზე დიდი არეულობა, რადგან უამრავი იდეა მოდის და გგონია, რომ ვერ განახორციელებ .. ამ დროს კი ადამიანები დიზაინერებს მიმართავენ ხოლმე; ვფიქრობ სწორია ამგვარი გადაწყვეტილება, მაგრამ თუ გინდა, რომ ოთახი იყოს მხოლოდ შენი, ან ისეთი დიზაინერი უნდა დაიქირავო რომელიც ძალიან კარგად გიცნობს, ან ისეთი რომელიც უბრალოდ გემოვნებიანია და მიცემულ დავალებებს კარგად ასრულებს. სინამდვილეში კი დაქირავებულ დიზაინერსაც მუდამ თავს უნდა ედგე, რადგან თითოეული დეტალი კარგად იცოდე და წარმოდგენა გქონდეს როგორ გარემოში მოგიწევს ცხოვრება.
თუმცა ამ არეულობიდან გამოსავალი ისაა, რომ ყველაფერს გაცილებით მარტივად უნდა შეხედო, გაანალიზო რა გინდა რომ შენს ოთახში გქონდეს და რას გინდა რომ მიანდო საკუთარი განწყობის შექმნას. რეალურად რომ დაუკვირდე, დიზაინერის გარეშეც თავისუფლად შეიძლება ლამაზი, საინტერესო და შენებური ოთახის გაკეთება ..
მაგრამ არ მინდა მთლად ისე გამოვიყვანო თითქოს დიზაინერები აბსოლუტურად უსარგებლონი არიან..პირიქით, არის ერთი ქალი, Kelly Wearstler, რომელიც არნახულ დიზაინებს ქმნის ოთახებისთვის : მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა შესანიშნავი იყოს ინტერიერი, თუ ის ადამიანის ბუნებასთან ახლოს არ არის,  აზრი არ აქვს არც მის დიზაინს, არც მის სივრცეს და არც ერთ დეტალს, რომელიც გამოყენებულია ..
რომ შემეძლოს ახლავე შევცვლიდი მთლიანად ჩემს ოთახს და გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც მინდა ..  და დარწმუნებული ვარ, სულ თუ არა, ყოველ დილას ,15 წუთიც მაინც  ვიქნებოდი ბედნიერი იმ გარემოთი, რომელსაც ჩემი ოთახი ქვია ..