გაბრაზებული ფეხსაცმელი (უცაბედი პოსტებიდან)

ჯეისონ ვუს ამ ფეხსაცმელებს რომ ვუყურებ, გაბრაზებული, არაკომფორტულ სიტუაციაში გახვეული ადამიანი მახსენდება. რატომ არ ვიცი, მაგრამ როგორც კი ამ კოლექციას შევხედე, წინ სახე გამოჭიმული ქალი დამიდგა, რომელსაც ეს ფეხსაცმელი უჭერს და სწორედ ამიტომ გრძნობს თავს უკომფორტოდ.

ვერანაირ ქალურობას და სილამაზეს ვერ ვხედავ ამ ფეხსაცმელებში, განსხვავებით მისი ჩანთების კოლექციისგან.

იაპონური ვოგის რედაქტორი და გარემო ..

ანა დელო რუსო – იაპონური ვოგის რედაქტორი და შემოქმედებითი კონსულტანტი, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიაში. მეორენაიდა მას “passionate fashionistaს” უწოდებენ და ვფიქრობ, სავსებით სამართლიანად..  მის გარდერობში, ფეხსაცმლის 4000მდე წყვილი ინახება და გასაოცარი დიზაინით გამოირჩევა იქ არსებული ანას თითოეული სამოსი, მაგრამ საინტერესოა, ასეთი ტიპაჟის ადამიანს, როგორი სახლი, როგორი ოთახი უნდა ჰქონდეს ..

ალბათ მდიდრული, მოდური .. თავისებური ..

ყველაზე ძალიან რამაც აღმაფრთოვანა ❤

Prada Platform shoes

მივესალმები ყველაფერ ახალს, ყველაფერ ინდივიდუალურს და ვთვლი,
რომ ღია საზოგადოების წევრი ვარ;
მაგრამ ფრაზა : "გემოვნებაზე არ დაობენ",
ვფიქრობ,ყველაზე დიდი ტყუილია ამქვეყნად
და სწორედ ამ ფრაზის გამო, ხანდახან მგონია,
რომ სულაც არ მივესალმები ხოლმე ყველაფერ ახალს,
რადგან არის ბევრი რაღაც, რაც დღევანდელ მოდაში სრულიად უგემოვნოდ,
უაზროდ და "მე მინდა რაიმე ახალი შევქმნა"-დ მიმაჩნია..
შეიძლება სულაც არ მაქვს უფლება კრიტიკის,
რადგან არც თუ ისე კომპეტენტური ვარ ამ საკითხში,
მაგრამ არის მომენტები,როდესაც ადამიანს გაგიჩნდება სურვილი
თვით პრადაც გააკრიტიკო.აი მაგალითად :

Prada Flatform shoes

ეს პლატფორმები, რომლებიც წლევანდელ “must have” ლისტში შედის,
ჩემთვის სრულიად არა-must have ია. ვერანაირ კავშირს ვერ
ვპოულობ ფეხსაცმელთა ამგვარ შეხამებს შორის.
ნებისმიერ ნივთში ვცდილობ დავინახო რაიმე ახალი, ლამაზი, კომფორტული .. ამ ქმნილებაში კი, ვერც ერთ მათგანს ვხედავ.
როგორც იცით პარიზის მაღალი მოდის კვირეული დაიწყო 4 ივლისს  და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბლოგერს და გემოვნების პიკზე
მყოფ Hanneli Mustapartaს სწორედ ეს მრავალ სართულიანი ფეხსაცმელები ეცვა .. მასზეც კი არ მომეწონა..

Hannel