უცაბედი პოსტი ანუ მაპატიე ოლივია

ძალიან, ზედმეტადაც კი მომწონს ოლივია პალერმოს ჩაცმის სტილი და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 25 წლის არის და ახლაც დახვეწილი, ქალური სტილით გამოირჩევა.

მაგრამ ალბათ შეამჩნიეთ (თუ სათაური წაიკითხეთ), რომ პოსტის სათაური და ზემოთ აღნიშნული, გამოთქმმული აზრი, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს .. ანუ.. თუ მე მომწონს მისი სტილი, მაშინ რატომ მაპატიე ოლივია?
იმიტომ, რომ რამდენიმე წამის წინ, როდესაც ერთ-ერთ საიტს ვათვალიერებდი,შემომხვდა ალბომი სახელად – Olivia Palermo/Giambatista Valli: Front Row – Paris Fashion Week Haute Couture..
მისი სტილის შესახებ საკუთარი აზრი ჩამოყალიბებული და სურათები ნანახი რომ არ მქონოდა, ალბათ ვერც დავიჯერებდი თუ მართლა ოლივია პალერმოს ფოტოს ვუყურებდი..
აი ეს ყვითელი ფეხსაცმელები იყო სრული FAIL , ნუ მე ასე ვფიქრობ..
გამიჩნდა კითხვა “რომელი ბრენდის იარლიყი ამშვენებს ოლივიას კაბას?”
ვეცადე მეთვითონ გამომეცნო,გამეხსენებინა რომელ დიზაინერს ქონდა ესეთი კაბა, მაგრამ ვერ გავიხსენე და ამიტომ დავგუგლე..
აღმოჩნდა, რომ ოლივიას Giambatista Valliზე ეცვა TopShop. ეს ფაქტი სრულიად უმნიშვნელო იქნებოდა, ელეგანტური ფეხსაცმელი და ბევრად ეფექტური კაბა რომ ცმოდა, მაგრამ როცა არც სამოსი გამოირჩევა სილამაზით და არც ლეიბლი, ვფიქრობ ორმაგად ცუდია..
ვერც იმას მივხვდი, რატომ გადაწყვიტა ესეთი, მარტივად რომ ვთქვათ, მკრთალი ფერი ჰქონოდა სახეზე ..
მოკლედ, მაპატიე ოლივია..
ვიცი მაპატიებ ^_^
მე მაინც მომწონს, არა , მიყვარს შენი სტილი♥

ქალის სილუეტი – ელი სააბი

დახვეწილი და მიმზიდველი ..
სექსუალური და ნაზი ..
მკაცრი, მაგრამ თბილი .. – ელი სააბის კაბების ადრესატი ქალბატონის კრიტერიუმები სწორედ ასე გამოიყურება.
47 წლის ლიბანელმა დიზაინერმა, გატაცება პროფესიად 18 წლის ასაკიდან აქცია და პირველად ბეირუთში დააფუძნა მისი ლეიბლი. ელი სააბის მთავარი მოდის სახლი ლიბანშია. ვორქშოფები აქვს ასევე მილანსა და პარიზში.
1997 წელს, სააბი იყო პირველი არა-იტალიელი დიზაინერი, რომელიც გახდა Camera Nazionale della Modaს წევრი და პირველი ჩვენებაც ამავე წელს, რომში მოაწყო.. მას შემდეგ მისი ლეიბლი მთელს მსოფლიოშია ცნობილი და მრავალი ქალბატონის ოცნებაა, ეცვას ელი სააბი.
თავად თქვა, რომ კოლექციას თავდაჯერებული, ნაზი, მაგრამ ძლიერი ქალბატონებისთვის ქმნის და ყველა აღნიშნავს, რომ ვერც ერთი დიზაინერი ქმნის კაბებს ქალებისთვის, როგორც ელი სააბი.

ძვირფასი თვლებით მოჭედილი, გამჭვირვალე და საოცარ ფერებთან ერთად მოთამაშე, ნაზი კაბები ელი სააბის ნებისმიერი კოლექციის შემადგენელი ნაწილია.

კარგად თუ დააკვირდებით, მისი კოლექციებში გათვალისწინებულია მოდის ყველა ზოგადი ტენდენცია, მაგრამ მისი არც ერთი კაბა არასდროს ჰგავს სხვა დიზაინერების ნამუშევრებს და ყოველთვის ყველასგან გამოირჩევა. ხანდახან მგონია, რომ ეს კაბები ყინულის დედოფალს უნდა ეცვას, თუმცა იმ დედოფალს, რომელსაც თბილი გული და დიდი ძალა აქვს.

სააბის კაბები უხდება წელიწადის ოთხივე დროს და თითოეულ მათგანში ასახავს განსხვავებული ქალის ბუნებას, ქალის ისეთ სილუეტს, რომლის დანახვაც ყველას არ შეუძლია. ხშირად ამბობენ მასზე, რომ ზუსტად იცის, როგორი კაბები სურთ ქალებს.

მისი შემოქმედება მხოლოდ კაბებით არ შემოიფარგლება, მაგრამ რათქმაუნდა მხოლოდ ქალებს ეძღვნებათ. სააბის კოლექციები საშუალებას იძლევა თავი არა მხოლოდ წვეულებებზე, არამედ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც სამსახურში, განსხვავებულად და გამორჩეულად წარმოადგინოთ.

პირადად მე, ლამაზ კაბაზე, ყოველთვის ელი სააბი მახსენდება და ვფიქრობ, ნებისმიერმა ქალმა, ერთხელ მაინც უნდა შეძლოსდა ჩაიცვას კაბა – ლეიბლით ელი სააბი !