შენ.


… არც მე ვიცი რა არის ცხოვრების იქით, არც მე ვიცი რა იწყება მაშინ, როცა მთავრდება ჩვენი სიცოცხლე, მაგრამ ხშირად ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მაშინ როცა ჩემი დღე მთავრდება, მთავრდება შენით; ახალი დღეც შენით იწყება და ცხოვრების იქით, რომ არ ვიცით რა არის, მე მაინც ვიცი, რომ ისიც შენთვის და შენით დაიწყება. ჩემთვის ნებისმიერი წერტილის იქით ხარ შენ.

.. არც მე ვიცი რა არის ცხოვრების იქით, არც მე ვიცი როგორი მზე ანათებს “იქ”, ან საერთოდ ანათებს თუ არა, მაგრამ აქ, ნებისმიერ მზეზე თბილი სიტყვებია, შენი სიტყვები.

.. არც მე ვიცი რა არის ცხოვრების იქით, მაგრამ ვიცი რომ გაზაფხული ( კაი მერე რა, ვის არ გახევია შარვალი ), მოკლედ, ვიცი რომ გაზაფხული ყველგან იქნება, სადაც ხარ შენ და ვართ ჩვენ.

Advertisements

Summer

დიდი ხანია არაფერი დამიწერია…..
არც მეცალა, არც სურვილი მქონდა და არც იდეა…
ასევე დიდი ხანია თბილისიდან წასვლას, დასვენებას და „ნამდვილი“ ზაფხულის დაწყებას ველოდები.

ლოდინმა შედეგი გამოიღო და ხვალ, თბილისიდან ჩემს დაქალთან ერთად გავაღწევ და დავისვენებ. ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ კახეთში, მოვაწესრიგებთ ყველაფერს…
მაკომ მგონი ყველა ჟანრის ფილმი გადმოწერა, მიგვაქვს ყველაფერი რითიც შეიძლება გაერთო და თან იქაურობის იმედიც გვაქვს :)))
웃 유
საერთოდ ყოველი წასვლის წინ გული მიჩუყდება ხოლმე, ვიცი რო ჩემები მომენატრებიან, თან მალე დედაჩემის დაბადების დღეა და მინდოდა აქ ვყოფილიყავი, მაგრამ მელანქოლია მტოვებს და ისევ ხალისით ვიწყებ დღეების და უკვე საათების თვლას წასვლამდე..
ვაპირებ , იქაც ჩემთვის ვწერო რაღაცეები და მერე აქ გადმოვიტანო…. ერთი სიტყვით , ყველანაირ შთაბეჭდილებას, ამბავს, ჩამოსვლისთანავე დავწერ.
მინდა რომ ჩემი ბლოგი კარგი პოსტებით ავავსო და იმედია გამომივა კიდეც.

But still.. I think of you and the sea.

ყველას ხალისიან, საინტერესო და ფერა დასვენებას გისურვებთ♥ ♥

***
Where you used to be, there is a hole in the world, which I find myself constantly walking around in the daytime, and falling in at night.  I miss you like hell.
***
I wish that you were here or that I were there, or that we were together anywhere!
***
I miss you when something really good happens, because you are the one I want to share it with. I miss you when something is troubling me, because you are the one who understands me so well. I miss you when I laugh and cry because i know that you are the one that makes my laughter grow and my tears disappear. I miss you all the time, but I miss you most when i lay awake at night and think of all the wonderful times we spent with eachother;for those were some of the best times of my life.

მე – მაკო მაკო – მე

Should I give up, or should I just keep Chasing Pavements .. even if it leads nowhere .. ჩვენი გახარებული დღეები მახსენდება და ვხვდები, რომ ყოველთვის, როცა ვიხედები უკან, გხედავ შენ . . ხარ ყველგან სადაც ჩემი ცხოვრებაა . . სადაც საერთოდ რამეა ჩემი .. რომელი ერთიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ ალბათ იქიდან დავიწყებ, საიდანაც ჩვენ ვიწყებით და ის წლები, როცა კლასის რიგში, პირველად მომკიდე ხელი და მითხარი, რომ ერთად დავჯდეთო . . მას მერე ერთად ვზივართ . . არა, არა ვიტყუები, იყო დრო როცა არც ერთად ვიჯექით, არც ერთად დავდიოდით და მოკლედ საერთოდ არ ვიყავით ერთნი . . ვიყურებოდით შორიდან და მაღლიდან .. შენ ბრაზობდი ჩემზე, მე კი – შენზე . . ორი ამაყი ადამიანიდან, არც ერთი დგამდა შერიგების ნაბიჯებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ორივეს პრინციპულმა გულმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან რომელიმე, რომელიმესთან მივიდოდა და რამეს ეტყოდა . . 1 წლიანი ფიქრის შემდეგ კი .. ნუ, ააღიარე რო მე მოვედი . . ქართულის გამოცდის მერე და არეული აზრები ნელ-ნელა დალაგებულად გადმოგილაგე .
რამდენი რამე ვილაპარაკეთ .. შენ იმ დროს გულის ფორმის თვალები გქონდა და აღფრთოვანებული გისმენდი . . 1 წლის განმავლობაში, რაც კი რამე გვქონდა დაგროვილი, ყველაფერი ვთქვით და ხანდახან ეხლაც გვეცინება, რეებს ვფიქრობდით ადრე, ორივეს მოკეტეს რეჟიმი რო გვქონდა ჩართული . .
რამდენი რამე მოხდა, ძალიან ბევრი და ზუსტად ვიცი, რომ სულ ესე იქნება ..
ჩემ ცხოვრებაში როგორც კი რაიმე ახალი ხდება, ან ძველი მახსენდება იცი შენ .. როცა რამე მწყინს, ან როცა რამე მახარებს იცი შენ და მიგებ შენ ..
მე შენ მიხარიხარ . .
არ მითქვამს შენთვის არასდროს, მაგრამ ეხლა გეტყვი ..
არის მომენტები, როცა გზად რაღაც ცუდს გადავეყრებით, ვნერვიულობთ, განვიცდით .. იცი, მე ესეთ დროს რას ვფიქრობ ხოლმე .. ? როდის დავურეკავ მაკოს და ვეტყვი . .
ამ ბოლო დროს იმასაც ვამჩნევ , რო ვფიქრობ რას იზამდი მაგალითად შენ ჩემს მაგივრად, ან რას მირჩევდი შენ .. რას თვლი სწორად . .
ჩემთვის შენი აზრები მნიშვნელოვანია და ყოველთვის ამ პოზიციაზე დარჩება ..
ეხლა კედელზე დაკიდებულ ჩვენ სურათებს ვუყურებ და ისე მეღიმება . . რა კაია .. სხვებს რო ვუყურებ ვფიქრობ ხოლმე .. “ როგორ არიან საუკეთესო მეგობრის გარეშე “ .. რაღაცნაირი, ხალხის მიერ გაცვეთილი და დადაბლებული სიტყვა გახდა ეს “საუკეთესო” მეგობარი, მაგრამ ჩემთვის ამ გაცვეთილობას შენ ანახლებ .. ჩემთვის საუკეთესო ხარ, იმიტომ, რომ შემიძლია გითხრა ყველაფერი .. თუნდაც ჩემი ამაზრზენი და სხვისთვის მიუღებელი აზრები. იცი რა ? ! მე სულ არ მეშინია იმის, რომ შენ მეტყვი : რატო აკეთებ ეგრე? არასწორი ხარ .. პირიქით, მე რო შენ ეს არ გითხრა, უარესად ვიქნები ..იცი თითქოს ვალდებულებად მექცა, რომ ჩემი თითოეული დდღის, თითოეული დეტალი იცოდე .. იყო ყოველდღიურობის ნაწილი და მონაწილე ყველაფრისა რაც ირგვლივ ხდება .. ვალდებულება ამ შემთხვევაში ცუდად არ მიიღო, ეს ვალდებულება მე თავად შევიქმენი, მე თვითონ მსიამოვნებს ამ ვალდებულებით ყოფნა, რადგან ვიცი, რომ ჩემთვის ეს არის საჭირო და უკეთესი ..
აი თუ აკვირდები .. გარდა ახლოს ყოფნისა, რაღაცნაირად პატივს ვცემთ ერთმანეთს.. შეიძლება არც ეს მითქვამს, მაგრამ მიჭირს შენთან კამათი.. დაკვირვებული ხარ, რო როგორც კი რაღაც პრეტენზია გაგვიჩნდება, ყოველთვის თითქოს იუმორნარევიანი გაბრაზებით ვეუბნებით ერთმანეთს : ქალბატონოოოო, რატო არ დამირეკე?
აი მე ხო ვგრძნობ .. ორივეს რაღაცნაირად არ გვინდა ხოლმე გაბრაზება და ეს ძალიან კარგია .. უმნიშვნელო რაღაცეების გამო არ ვძაბავთ ერთმანეთს ..
რაც უფრო ვიზრდებით, ვხვდები რო უფრო ვზრუნავთ ყველაფერზე .. ვიღაცისთვის არაფრის მომცემი და უფერული რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის ისიც ბედნიერებაა, კევს რო გავუყოფთ, ან შევუნახავთ ერთმანეთს ..
მე ისიც მიხარია, ხანდახან ჩვენი სახელები რო ეშლებათ .. შენ ლიკას, მე კი – მაკოს რო დამიძახებენ .. ეს ორი სახელი ერთმანეთის გარეშე რაღაცნაირად, ცარიელად რო წარმოითქმის ისიც მახარებს . .
ორივე ერთიდაიგივე რაღაცეებს რო ვამჩნევთ, ვაკრიტიკებთ, მერე თვალებით რო გადავხედავთ ერთმანეთს აგვიტყდება ჩვენი უმიზეზო სიცილი, ცანცარი ..
რაღაც რო მინდა მოგიყვე და ჩემი ემოციები გადმოგცე, ხანდახან სიტყვა : აი აი აი აი აი აი აი აი – ც კმარა ხოლმე .. შენ ხვდები ჩემს გრძნობებს და იცი როგორ ვარ . .
მართლა, მთელი გულით მიხარია რო ხარ ..
მაგ გულით, ბევრი რამის გაგება შეგიძლია ..
სავსეა ჩემი ყუთი ტკბილი მოგონებებით
.. ერთმანეთთან დაკავშირებული თითოეული დღე, ამბავი .. არაფერი ცალ-ცალკე.. ყველაფერი ერთად..
ყველაფერი ერთად იქამდე, სადამდეც სიტყვა “ სულ “ გრძელდება . .
სულ სულ სულ . . .

სანამ შენ გეძინა..

არაფერ შუაშია სანდრა ბალოკის ფილმი..
უბრალოდ ეს ყველაფერი მართლა მაშინ ხდებოდა სანამ შენ გეძინა, უფროსწორად როცა შენ ჩაგეძინა .. 

 ჩემმა თვალებმა, განსხვავებით შენი თვალებისგან, უარი თქვეს დაძინებაზე. გვინდა მზეს პირველებმა ჩვენ შევხედოთო..
არადა, კარგი იქნებოდა მიუხედავად სიშორისა, ჩემსა და შენს თვალებს,  მაინც ერთად ეყურებინათ ცის ლურჯად განათებისთვის.
მაგრამ კარგი.. იაპონიაში იყოს.
სანამ შენ გეძინა, ბევრი ვიცინეთ, ვილაპარაკეთ..
მაგრამ ხო იცი,  მე მიყვარს როცა ერთად ვიცინით. შენ ჩემი ხმადაბალი, ხანდახან საერთოდ ჩუმი სიცილიც კი გესმის. იმედია მაშინაც გესმოდა,  სანამ გეძინა.
სანამ შენ გეძინა ბევრს ვფიქრობდი..
სანამ შენ გეძინა აზრები არ მტოვებდნენ..
სანამ შენ გეძინა შენი გაღვიძება მინდოდა..
სანამ შენ გეძინა მივხვდი, რომ ვერ გაგაღვიძებდი..
სანამ შენ გეძინა მივხვდი, რომ ამქვეყნად, არაფერი არის სტაბილური, გარანტირებული, შეუცვლელი, პროგნოზირებადი.
სანამ შენ გეძინა მივხვდი, რომ მე ეს სტაბილურობა ვიპოვე ..
სანამ შენ გეძინა მივხვდი, რომ ეს სტაბილურობა შენ ხარ..

გული .. ♥

მესმის ტკბილი ხმა ყურში ..
შენ გაქვს მარტო ესეთი ხმა ..
გგონია რამე განსაკუთრებული?
არა, პირიქით..არავის იზიდავ მაგ შენი ხმით.. უბრალოდ სიტყვებს, ისეთ მზიან სიტყვებს იმეტებ ჩემთვის ..
ვხედავ ლამაზ თვალებს..
შენ გაქვს მარტო ესეთი თვალები..
გგონია რამე განსაკუთრებული?
არა, პირიქით, უბრალოდ, მრგვალი, ყავისფერი, წვრილ გუგებიანი თვალები გაქვს.. უბრალოდ ისე სხვანაირად, ისე ღრმად ხედავ ყველაფერს.. მაყვარებ სამყაროს..
ვეხები რბილ თმას ..
შენ გაქვს მარტო ესეთი თმა..
გგონია რაიმე განსაკუთრებული?
არა, პირიქით, ნახშირს დამსგავსებული თმა გაქვს.. უბრალოდ ჩემი თითები ყველაზე მეტად მაგ შენს შავ თმას ემეგობრებიან .. ემსგავსებიან მწვანე მინდორში მორბენალ მოუსვენარ, ცელქ ბავშვებს,  მერე რა შენი თმა თუ მუქია..
გაჩუმდი წვიმა.. გაჩუმდითქო ! სხვაგან ესეთს ვერ გაიგებ და ვერ იგრძნობ..
ჰმ.. შენი გული
შენ გაქვს მარტო ესეთი გული..
გგონია რაიმე განსაკუთრებული?
არა, პირიქით, ცვეულებრივი როგორც ყველას, უბრალოდ სხვანაირად ცემს.. სხვანაირად გრძნობს და გიძგერს..
ისეთი თბილი და მხურვალეა..
შენ გულს ესმის..ყველაფერი ესმის და ყველაფერზე ზრუნავს. ყურადღებიანი გული გყავს, ერთგული და ალუბლისფერი ..
მე მიყვარს შენი გული, მიყვარს წელიწადის ოთხივე დროს, 12ივე თვეს, 365ვე დღეს და ყოველ წამს..ყოველ უსასრულობასი მოცურავე წამს, რომელიც წარბაწეული გვაკონტროლებს, მაგრამ შენი გულის ძახილის გაგონებისთანავე დნება და ჩერდება.
ახლაც გაჩერებულია.. ბედნიერად.