Louis Vuitton Cruise 2012 Campaign | Arizona Muse by Mark Segal

ლუი ვიტონის ყოველი კრუიზის კოლექცია საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს. ახლა იმაზე მეტად მომინდა ზაფხულის დადგომა, ვიდრე ზამთრის დღეებში ვნატრობდი (ვნატრობ).

პირადად მე, არასდროს მომწონს ამ ბრენდის ტანსაცმელი, ყველაფერი ყოველთვის გამაღიზიანებლად და გადამეტებულად მიმაჩნია, მაგრამ ეს აზრი მუდმივად ქრება მაშინ, როცა ვათვალიერებ ზაფხულის, კრუიზის კოლექციას. ამ შემთხვევებში ყველაფერი გაცილებით ფერადი, შეხამებული, სათანადო და ” დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი ამას ” :დ არის.

ფოტოგრაფი : მარკ სიგალი
მოდელი : არიზონა მიუზი

ეს პიჯაკი ❤

ყავისფერი – 70იანებიდან 2011-2012მდე

დიზაინერები და მოდის კრიტიკოსები ხშირად ამბობენ რომ ყავისფერი არც თუ ისე ადვილად სატარებელი ფერია.  იგი მეტად აქტუალური 70იან წლებში იყო და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2011შიც დაბრუნდა ეს ფერი, 2012 წლისათვის კი ამბობენ, რომ ყველგან მოვკრავთ თვალს.

ყავისფერი სამოსი კი ასე გამოიყურება ოლივია პალერმოს მაგალითზე :

Kate Spade New York

ქეით სფეიდი ამერიკელი დიზაინერია და ცნობილია ბრნდით  Kate Spade New York. დიზაინერმა პირველი მაღაზია 1996 წელს გახსნა New York City’s SoHoში, რასაც უკვე შემდგომში მოჰყვა მაღაზიები ბოსტონში, სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში. 2003 წელს კიდევ ერთი მაღაზია გახსნა ვაშინგტონში და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი ბუტიკების ყველაზე დიდი წარმატების პერიოდი.

ბრენდის მაღაზიებს ნახავთ იაპონიაში, ლას ვეგასში, ამერიკის თითქმის ყველა შტატში ..
რა თქმა უნდა მის შემოქმედებას მე მხოლოდ ინტერნეტში გავეცანი :დ და საკმაოდ მომეწონა კიდეც, თუმცა რატომღაც, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამ ბრასლეტმა დატოვა დავინახე თუ არა, იმ წამსვე გამახსენდა სიმღერა

შეეფერება ერთმანეთს ❤

როცა მის კოლექციებს ვათვალიერებდი, თვალები ამიჭრელდა, ყველაფერი იმდენად ფერადი, ხალისიანი და ნათელია.

 









My beauty Icon : ADRIANA LIMA

ადრიანა ფრანჩესკა ლიმა დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს. ბრაზილიელი მოდელი ცნობილია როგორც ვიქტორია სეკრეტის.
ერთ-ერთი ანგელოზი. იგი ასევე რეკლამირებას უწევს MAYBELINE-ის კოსმეტიკას. 15 წლის ასაკში ლიმამ მიიღო პირველი ადგილი ”ბრაზილიის სუპერმოდელის”
კონკურსზე და ასევე ამავე წელს გავიდა მეორე ადგილზე, ახლა უკვე “მსოფლიოს საუკეთესო სუპერმოდელის” კონკურსზე.
თუმცა ეს მოხდა მანამ სანამ ლიმა Elite Model Management-თან გააფორმებდა ხელშეკრულებას ნიუ-იორკში

 ადრეული ცხოვრება და ოჯახი

ადრიანა ლიმა დაიბადა ქალაქ სალვადორში. მისი მამა,რომლისგანაც ლიმა თითქმის მთელი ცხოვრება ჩამოშორებული იყო, გახლდათ ნელსონ ტორესი. ლიმას დედა იყო სრულიად ჩვეულებრივი, მომუშავე ქალბატონი, რომელმაც ლიმა 18 წლის ასაკში გააჩინა. ლიმამ მხოლოდ 6 წლის იყო როდესაც მისმა მამამ მიატოვა ოჯახი, თუმცა იგი საკმაოდ მალე შეეგუა ამ ყველაფერს და გააცნობიერა კიდეც რაც მის ირგვლივ ხდებოდა. ლიმას ასევე ყავს 2 ნახევარძმა მამის მეორე ქორწინებიდან.

ლიმას საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან იყო, მას მხოლოდ დედა და ბებია ზრდიდნენ. იგი სწავლობდა სრულიად ჩვეულებრივ, ქალაქის სკოლაში, სადაც არაერთი სილამაზის კონკურსი მოუგია,რაც მეტყველებს იმაზე რომ ლიმა პატარაობიდანვე იყო ყურადღების ცენტრში და საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა ადამიანებზე თავისი სილამაზით.

კარიერა

როგორც ძალიან ბევრ ცნობილ მოდელს, არც მას უფიქრია ოდესმე სამოდელო კარიერაზე და ესეც ბედის ამბავი იყო. მან უბრალოდ, მეგობრის თხოვნით მასთან ერთად გააგზავნა თავისი სურათები ერთ-ერთ სააგენტოში და აი აქედან დაიწყო ყველაფერი. ლიმა გადავიდა ნიუ-იორკში საცხოვრებლად, რასაც მოყვა კონტრაქტი ელიტ მოდელ ლუქთან. ცოტახანში ლიმას ფოტოების პორტფოლიო ძალიან გავრცელებული გახდა, სხვადასხვა სააგენტოების თაროებზე ხვდებოდა და იმდენად დიიდ მოწონებას იმსაურებდა რომ მალევე იქნა გადაღებული ჟურნალ Vogueსა Marie Claire _ში. ძალიან მალე მან დაიპყრო მთელი სამოდელო ბიზნესი და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი დიზაინერების შოუებზე გამოდიოდა, როგორებიც არიან: Vera Wang, Christian Lacroix, Emanuel Ungaro, Giorgio Armani, Fendi, Ralph Lauren and Valentino, და ბევრი სხვა.

iგი ასევე გახდა GUEss-ის სახე.თუმცა ეს ჯერ კდიევ დასაწყისი იყო, იგი რეკლამირებას უწევდა ისეთ წამყვან ბრენდებს როგორებიცა: bebe, Mossimo, Armani, Bulgari, De Beers, FCUK, Intimissimi, Keds, Swatch, Versace, BCBG. ლიმა მალევე გახდა არამარტო ჟურნალ ვოგის ასევთქვატ მოდელი არამედ მან ფაქტიურად დაიპყრო :Harper’s Bazaar, ELLE, Vogue, GQ, Marie Claire, Arena, Cosmopolitan, Esquire …2005 წელს იგი ასევ ხდება იტალიის ტელეკომის სახე და უდიდეს პოპულარობას აღწევს იტალიაში. ამის გამო მას ასეთი სახელიც შეარქვეს , “the Catherine Zeta-Jones of Italy.”2008 წლის თებერვალში მან მოაწყო ფოტოსესია ჯურნალ Esquire-სათვის კაროლინა კურკოვასა და სელიტა ბენქსთან ერთად. ამავე წლის ნოემბერში იგი გახდა მსოფლიოს ნომერ პირველი სუპერმოდელი.

VICTORIA`S SECRET

ლიმას წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ვიქტორია სეკრეტმა.მისი პირველი შოუ ამ კომპანიისთვის ჩატარდა 1999 წელს და ერთი წლის შემდეგ იგგი გახდა ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი.მას შემდეგ იგი სეკრეტის ყველაზე შოუზე იღებს მონაწილეობას, გახსნა 2003, 2007 და 2008 წლის შოუები. 2008 წლისთვის ლიმა აგრძელებს მოღვაწეობას და გამოდის რეკლამა მისი მონაწილეობით ”what is sexy’
ლიმა ასეევ მონაწილეობდა ფილმ ”The Follow ” 2001 წელს.
ლიმა ასეევ გამოჩნდა სერიალ ,,უშნო ბეტიში”

AD სრულყოფილად ლაპარაკობს პორტუგალიურად,ინგლისურად,ფრანგულად, ცოტათი იტალიურადაც.თავისუფალ დროს უყვარს ნოველების კითხვა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ლიმა ბავშვობაში საკმაოდ მორიდებული და მორცხვი ყოფილა,ერთ-ერთ ინტერვიუში იმასაც კი ამბობს რომ მხოლოდ 17 წლის იყო როდესაც ბიჭს აკოცა.ლიმამ ასევე ერთ-ერთ ჟურნალტან ინტერვიუში განაცხადა ”სექსი ქროწინების შემდეგ” და დააყოლა : ,,მათ(კაცებმა) უნდა დააფასონ და პატივი სცენ ჩემს არჩევანს. თუ არადა ესეიგი მათ მე არ ვუნდივარ.”ლიმა უსმენს კლასიკურ მუსიკას და მსიი საყვარელი კომპოზიტორი ბეთხოვენია, ერთხელ ისიც კი თქვა რომ თუ არ იქნებოდა მოდელი, მაშინ იქნებოდა პიანისტი, კომპოზიტორი … მოკლედ აირჩევდა მუსიკას…

ლიმა ასეევ ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და ეხმარება ობოლთა თავშესაფარ “Caminhos da Luz” (ცხოვრების ნათელი გზები)
 QUOTES

”’დარწმუნებული იყავი საკუთარ თავში და იმაში რაც გინდა. მოდა არა არის მარტო სილამაზე, ეს წარმოსადეგობაა. შენ უნდა გჯეროდეს საკუთარ თავში და უნდა იყო ძლიერი.”

”მე ყველა გოგოს ვიცნობ, ჩვენ ერთად ბევრს ვმუშაობთ მაგრამ არ გვრჩება დიდი დრო გართობისტვის. ისინი მართლა ძალიან კარგები არიან, მე არასდროს არ მქონია პრობლემა არც ერთ მოდელთან.”

”მე ყველაფერი მენატრება. ხანდახან როცა ქუჩაში თინეიჯერებს ვხედავ, რომლებიც ერთმანეთსი ლაპარკობენ,კინოში მიდიან , მე ისე ვეჭვიანობ…”

მე ისეთი შერცხვენილი ვიყავი როცა არასწორად გამოვთქვამდი სიტყვებს … მხოლოდ ის ვიცოდი როგორ გამეღიმა…

მე თინეიჯერი ვარ, მაგრამ დამოუკიდებელი-მაქვს საკუტარი სახლი, მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება.ვფიქრობ რომ იმაზე მეტი ვისწავლე ცხოვრებისგან ვიდრე რომელიმე ჩემმა კლასელმა. მე ვისწავლე ყველაფერზე პასუხისგება, ცხოვრება ოჯახისთვის და აქამდე მარტო მოვედი.

თუ ერთ დღეს მე ქალიშვილი მეყოლება არასდროს მივცემ უფლებას იყოს მდოელი.

,,ჩემი საყვარელი დიზაინერი არის Christian Lacroix,მაგრამ არამხოლოდ იმიტომ რომ მისი ტანსაცმელები განმაცვიფრებელია და მე მიყვარს ისინი, არამედ იმიტომ რომ როცა მე მის შოუზე გამოვდიოდი , ის იყო ერთადერთი რომელიც თითოეულ მოდელთან მიდიოდა და ეხამრებოდა. მათ შორის მეც.

 

 

 

 

 

ანა ვინტურზე..

მოდის სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი და ცნობილი სახელი, ანა ვინტური 1988 წლიდან მოყოლებული, დღემდე ვოგის სათავეში დგას და ვფიქრობ, რომ შეუცვლელი რედაქტორია. ვოგის აღზევების ხანა სწორედ მის მოსვლას უკავშირდება და სიახლეთა ზღვა, მისი რედაქტორობის პერიოდიდან მოდის.
მისი სარედაქციო კარიერა 1970 წლიდან დაიწყო, ბრიტანულ ჟურნალ Harper’s & Queenში. შემდგომში, 70იანი წლების შუა პერიოდში, ნიუ იორკში გადავიდა და მუშაობა Harper’s Bazaarში განაგრძო, თუმცა ვინტური მუდამ აღნიშნავდა, რომ მისი მთავარი სამიზნე ამერიკული ვოგი იყო, მანამდე კი, ლონდონში დაბრუნებისას, 1986 წელს, ბრიტანული ვოგის რედაქტორად დაინიშნა, მაგრამ ვინტურის სამიზნეს, ამჯერადაც ათიანში მოხვდა, Condé Nastის პრეზიდენტმა, სი ნიუჰაუზმა, გრეის მირაბელას შეცვლა ანა ვინტურით გადაწყვიტა, თუმცა ამ ფაქტში ცუდი ის იყო, რომ გრეისმა ამის შესახებ ლიზ სმიტის სატელევიზიო განცხადებიდან შეიტყო.

ვოგის პირველი გარეკანი ვინტურის რედაქტორობით. დიორის ათიათასიანი მაისური და უბრალო ჯინსი

დასაწყისში ტყუილად არ ვახსენე სიტყვა ძლევამოსილი, ანას სიტყვა მოდის ინდუსტრიაში დღემდე კანონად რჩება, შეიძლება ითქვას, რომ მასზეა დამოკიდებული რომელიმე ამომავალი ვარსკვლავის კარიერის წარმატება ან წარუმატებლობა. ამ 23 წლის განმავლობაში ვინტური უამრავ დიზაინერს დაეხმარა წინსვლაში, მაგ : Zac Posen, John Galliano, Narciso Rodriguez, Tory Burch, Thom Browne, Marc Jacobs და სხვ.
ვოგი ანა ვინტურთან ერთად წარმოადგენს ოქროს ბილეთს მოდის ინდუსტრიაში.
შექმნილია სტერეოტიპი რომ ანა მკაცრი კანონებითა და წესებით მოქმედებს, მაგრამ ვთვლი, რომ მსგავსი სტერეოტიპი დასამსხვრევია, რადგან იმ ქმედებების ფონზე, რასაც ვოგის ყველა დროის საუკეთესო რედაქტორი ანხორციელებს, აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. მისი გავლენა საზოგადოებაზე არაერთხელ დახმარებია ადამიანებს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი, მარკ ჯეიქობსი არის. მისი კარიერის დასაწყისის დროს, ერთ-ერთი კოლექციის შოუსთვის ესაჭიროებოდა სასტუმრო პლაზას დარბაზი, მაგრამ ახალბედა დიზაინერისთვის მსგავსი სივრცის დაქირავება სირთულეს წარმოადგენდა, ამიტომ ანა, დაუკავშირდა სასტუმრო პლაზას მფლობელს – დონალდ ტრამპს და მეორე დღესვე დარბაზი მარკის ჩვენებისთვის მზად იყო.
ანა ვინტურის, როგორც ამერიკული ვოგის რედაქტროის წლიური შემოსავალი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს. მას ემსახურება სამი ასისტენტი მთელი დღის განმავლობაში, სტილისტი და ა.შ.
ანას ვიზუალი თითქმის უცვლელია, შავი შანელის სათვალე, კარედ შეჭრილი თმა და ამაყი სიარული. მსგავსი შეხედულების გამო მას a fabulously glamorous insectსაც უწოდებენ. ანას თქმით, მან კარე 15 წლის ასაკში შეიჭრა და დღემდე ატარებს მას.
ანას სამუშაობ კაბინეტი Condé Nast ის შენობაში, მეთორმეტე სართულზე არის, საიდანაც ზედამხედველობს ასობით ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს, დიზაინერს, სხვადასხვა განყოფილებებს.
 თითოეული ფოტო თუ სტატია, რომელიც ვოგში იბეჭდება ანას მიერ არის შემოწმებული, შერჩეული, ჩამოყალიბებული. ვოგის ნომრის დასაწყისში, პირველი ყოველთვის მისი სტატია არის. Letter From The Editor – ანას განსაკუთრებული წერის მანერა და სტილი აქვს, მის მიერ დაწერილი აბზაცები ერთ ამოსუნთქვაში იკითხება და არ არის მონოტონური.
მისი პერსონა ძლიერი ქალის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თანაც ეს ძალა არ არის მსახიობური ნიჭით შეფერადებული, ეს ძალა წარმოადგენს ანას ნამდვილ სახეს, ხასიათს, შესაძლებლობებს. წესრიგის გარეშე, არსად არაფერი გამოდის კარგი და სრულყოფილი, ამიტომ მგონია, რომ სწორედ ის წესრიგი, რაც ანას მიერ იქნა ვოგის და ზოგადად მოდის ინდუსტრიაში დამყარებული – სანიმუშოა. მერე რა, რომ one of the most frightening women in the world-ს ეძახიან, მერე რა, რომ მასთან მიახლოებისას ზამთრის სუსხიანი დღეები შეიძლება დაუდგეს ადამიანებს შუა ზაფხულში, მერე რა, რომ გზაზე ვინც ეღობება, ყოველთვის წაგებული რჩება, ფაქტი ერთია, მან შექმნა შეუპოვარი, ძლიერი, განათლებული, გემოვნებიანი და პრინციპული ქალის ეტალონი.
რაც შეეხება ანას ჩაცმულობას, The September Issueშიც კარგად ჩანს, რომ მისთვის, თითოეული ფერი რაღაც კონკრეტულ ისტორიას წარმოადგენს და სათუთია. ალბათ გახსოვთ მონოლოგი The Devil Wears Pradaში, სადაც უხსნის ასისტენტ ენდის, როგორ გამოიყენა ოსკარ დე ლა რენტამ ცისფერი ფერი შოუებში..
 მსგავსი მიდგომა ფერების მიმართ, იგრძნობა მის სამოსში. აქსესუარების მხრივ, ყოველთვის ამშვენებს ანას ყელს ბრილიანტებითა და სხვადასხვა ძვირფასი ქვებით მოჭედილი, უამრავი ფერის ტონში გადაწყვეტილი ყელსაბამი.

ჰარი პოტერის პრემიერაზე

ანას პიროვნება კარგად გამოჩნდა, დევიდ ლეტერმანთან გადაცემაში, სადაც მან თქვა : the people that i’m working with, და არა the people that work for me.
შესამცნევია ის ფაქტიც, რომ ანას ქალიშვილს არ სურს დედის კარიერის გაგრძელება და იურისტობას ანიჭებს უპირატესობას.
ანა ვინტურის სახლში, ერთ-ერთი კარადა სავსეა ვოგის გამოცემებით, თითქმის ყველა ნომერი არის მის სახლში მოთავსებული. ფაქტია, რომ ანას უყვარს ვოგი და მისთვის ცხოვრებაში პირველ ადგილასაა.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ახასიათებს მას როგორც ადამიანს დარედაქტორს.. მთავარია, რომ მის საქმეში ბადალი არ ჰყავს. რა ხდება ვოგისა და მოდის შიდა სამზარეულოში, ეს ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია, შეიძლება ხარისხი საერთოდაც არ მივანიჭოთ, მნიშვნელოვანი არის მხოლოდ ის, რომ მთელი მსოფლიო კითხულობს ვოგს და საუბრობს ანაზე.
ანას რედაქტორობამ, ვოგი ცალკე მცნებად აქცია. ჟურნალი იმაზე მეტი გახდა, ვიდრე პრიალა ფურცლებითა და სტატიებით სავსე კრებული. რეკლამა ვოგის ჟურნალში, ნიშნავს რეკლამას მსოფლიოს გარშემო (საქართველოს გარდა).
ეჭვიც არ მეპარება, რომ სხვა ქვეყნის ვოგის რედაქტორები არანაკლებ პროფესიონალები არიან, უბრალოდ აშკარაა, რომ თითოეულ მათგანს აკლია ის შინაგანი ძალა, რითაც ანა განაგებს იმ ინდუსტრიას, რომელიც აღწევს სრულყოფილებას და ხელოვნების, ინტელექტის, იდეალურობის, ძალაუფლების ერთმანეთში შერწყმას წარმოადგენს. ამ ინდუსტრიას კი ჰქვია VOGUE.
ანა ვინტურზე დანარჩენს მაშინ დავწერ, პირადად რომ გავიცნობ.. 

ვოგის ყოველდღიურობა

ვოგის განუყრელ რუბრიკას –  5 Days, 5 Looks, 1 Girl, ამჯერად ვოგის აქსესუარების განყოფილების რედაქტორი Selby Drummond გაუმასპინძლდა.
ზოგადად რუბრიკის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ერთ გოგონას, ეძლევა საშუალება საკუთარი ყოველდღიური სტილი, მაქსიმალურად კარგი კუთხით გამოავლინოს 5 დღის განმავლობაში. მკითხველებს ეს განყოფილება არამარტო ტენდენციების რიტმის აყოლაში, არამედ შთაგონებების გაღვიძებაში ეხმარება.

დღე 1 მსგავსი Denim ჩაცმულობა  საერთოდ არ მომწონს. მხოლოდ ჩანთამ და აქსესუარებმა მომხიბლეს. ამავე დღის ინტერვიუში სელბი ამბობს, რომ ვოგის მეშვეობით იგი ეცნობა ყველა დამწყებ დიზაინერს, ასევე ხშირად სტუმრობს მათ სტუდიებში, რაც ახალი იდეების ჩამოყალიბებაში ეხმარება, თუმცა რამდენად გამოიყენა ეს იდეები პირველი დღის ჩაცმულობაში, ვერ გეტყვით. მაგრამ აშკარაა, რომ ღირსეულად არის აქსესუარების განყოფილების რედაქტორი.

Bulgari bag

დღე 2 :
ძალიან, ძალიან მომეწონა. არამარტო სტილი, ინტერიერი,გარემო.. ბლუზას მაგვარი   Rochas  ჟაკეტი, რომელიც სელბის აცვია საოცარი ფერის არის და აბსოლუტურად ჯდება მის ჩაცმულობაში, ახალისებს და კვეთავს მიუ მიუს,შავი ფერის ქვედაბოლოს. ვგიჟდები მსგავს ლუქებზე.

mother-of-pearl clutch

 სელბი აღნიშნავს, რომ კლაჩი, წლის ჰიტია და ყველას უნდა ჰქონდეს.

დღე 3 :
მიაქციეთ ყურადღება, რომ სელბის ვერც ერთ ლუქში ნახავთ სრულად მუქი ფერის კომბინაციებს. მის სამოსში, აუცილებლად გამოირევა მაინც ერთი ღია, ზაფხულის შესაფერისი ფერი, რომელიც სხვა ელფერს აძლევს ჩაცმულობას.
 pink Michael Kors trousers
– ლუქის მთავარ ხიბლად მიმაჩნია, ვერა ვანგის ჟილეტთან ერთად.

vintage watches

 დღე 4 :

Miu Miu dress

ფეხსაცმელების გარდა, ყველაფერმა მომხიბლა, თუმცა რეალობა ისაა, რომ ისინი მოდას დიდი ხანია დაუბრუნდნენ.. მაგრამ მაინც არ მომწონს.

Cartier’s watch

 საყურეები განსაკუთრებით მომეწონა, შეხამებული პრადას სათვალესთან.
დღე 5 :

ჩაცმულობა რომლის არც ერთი დეტალიც არ მომეწონა.
თუმცა, სელბიც ამბობს ინტერვიუში, რომ პარასკევობით, მოდასთან თამაში უყვარს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ თამაშში წააგო და ვერც Celineმა უშველა. 

პოტერული სტილი

ყოველი ახალი ფილმის პრემიერა და წითელი ხალიჩა, აძლევს მსახიობებსა და დამსწრე სტუმრებს საშუალებას, კიდევ ერთხელ მოახდინონ საკუთარი სტილის დემონსტრირება და გარდა პროფესიული საქმიანობისა, სხვა მხრივაც დაამახსოვრონ ხალხს თავი. ამ ყველაფრის საშუალებას კი განსაკუთრებით ისეთი ფილმების პრემიერები იძლევა, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, შესამაბამისად ჰარი პოტერის დასკვნითი ნაწილი, წლის ყველაზე კარგი საშუალებაა აჩვენო პუბლიკას რა გაცვია. ფილმის ამ ნაწილს ხომ მთელი სამყარო ელოდება !
პაპარაცები, ჟყრნალისტები, მათი კამერები და კინო კრიტიკოსებთან ერთად, მოდის კრიტიკოსებიც მაქსიმალურად ორიენტირებულები არიან პრემიერაზე.
წითელი ხალიჩა..
პირველი კაბა და უკვე სრული სია : Best Dressed at ‘Harry Potter and the Deathly Hallows Part 2’

Emma Watson in Bottega Veneta

რატომ არის შესული საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში არ ვიცი, თუმცა შეიძლება არსებობდეს რამდენიმე მიზეზი :
1) ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია და უბრალოდ სირცხვილი იქნებოდა
2) აცვია ბოტეგა ვენეტას კაბა
3) …
მესამე აღარ ვიცი .. პრინციპში მე არც ამ ორ მიზეზს მივიჩნევ სამართლიანად. არც კაბის ფერმა და არც თვითო ფარდის მსგავსმა კაბამ მომხიბლა. მიკერებული პრიალა მოყვითალო-მოაგურისფერო ტონებში გადაწყვეტილი თუ არ ვცდები ატლასის ნაჭერი, უცებ მიმაგრებულს და აბსოლუტურად უადგილოს ჰგავს.

Sarah Jessica Parker in Oscar de la Renta

ყოველთვის შეუძლია რომ კარგად გამოიყურებოდეს. პარკერმა, ელეგანტური კაბა, შავი კოსტუმით სადა, მაგრამ უფრო კლასიკური გახადა !

Clemence Poesy in Nina Ricci

ფრანგულ შარმს და დახვეწილობას ვერსად გავექცევით. ულამაზესი თეთრი კაბა და მასთან, სტილისტურად შეხამებული შავი ფეხსაცმელი ნამდვილად ღირსეულად მოხვდა საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში.

Bonnie Wright in Miu Miu

მიუ მიუს აბრეშუმის კაბა და ბლუზი, ცალ-ცალკე ნამდვილად ლამაზია, თუმცა ერთად, მგონია რომ არ უხდება ერთმანეთს..

Emma Watson in Oscar de la Renta

ყოჩაღ ემა ! გამოასწორა.. ძალიან ლამაზი კაბაა !

 

უცაბედი პოსტი ანუ მაპატიე ოლივია

ძალიან, ზედმეტადაც კი მომწონს ოლივია პალერმოს ჩაცმის სტილი და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 25 წლის არის და ახლაც დახვეწილი, ქალური სტილით გამოირჩევა.

მაგრამ ალბათ შეამჩნიეთ (თუ სათაური წაიკითხეთ), რომ პოსტის სათაური და ზემოთ აღნიშნული, გამოთქმმული აზრი, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს .. ანუ.. თუ მე მომწონს მისი სტილი, მაშინ რატომ მაპატიე ოლივია?
იმიტომ, რომ რამდენიმე წამის წინ, როდესაც ერთ-ერთ საიტს ვათვალიერებდი,შემომხვდა ალბომი სახელად – Olivia Palermo/Giambatista Valli: Front Row – Paris Fashion Week Haute Couture..
მისი სტილის შესახებ საკუთარი აზრი ჩამოყალიბებული და სურათები ნანახი რომ არ მქონოდა, ალბათ ვერც დავიჯერებდი თუ მართლა ოლივია პალერმოს ფოტოს ვუყურებდი..
აი ეს ყვითელი ფეხსაცმელები იყო სრული FAIL , ნუ მე ასე ვფიქრობ..
გამიჩნდა კითხვა “რომელი ბრენდის იარლიყი ამშვენებს ოლივიას კაბას?”
ვეცადე მეთვითონ გამომეცნო,გამეხსენებინა რომელ დიზაინერს ქონდა ესეთი კაბა, მაგრამ ვერ გავიხსენე და ამიტომ დავგუგლე..
აღმოჩნდა, რომ ოლივიას Giambatista Valliზე ეცვა TopShop. ეს ფაქტი სრულიად უმნიშვნელო იქნებოდა, ელეგანტური ფეხსაცმელი და ბევრად ეფექტური კაბა რომ ცმოდა, მაგრამ როცა არც სამოსი გამოირჩევა სილამაზით და არც ლეიბლი, ვფიქრობ ორმაგად ცუდია..
ვერც იმას მივხვდი, რატომ გადაწყვიტა ესეთი, მარტივად რომ ვთქვათ, მკრთალი ფერი ჰქონოდა სახეზე ..
მოკლედ, მაპატიე ოლივია..
ვიცი მაპატიებ ^_^
მე მაინც მომწონს, არა , მიყვარს შენი სტილი♥

იაპონური ვოგის რედაქტორი და გარემო ..

ანა დელო რუსო – იაპონური ვოგის რედაქტორი და შემოქმედებითი კონსულტანტი, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიაში. მეორენაიდა მას “passionate fashionistaს” უწოდებენ და ვფიქრობ, სავსებით სამართლიანად..  მის გარდერობში, ფეხსაცმლის 4000მდე წყვილი ინახება და გასაოცარი დიზაინით გამოირჩევა იქ არსებული ანას თითოეული სამოსი, მაგრამ საინტერესოა, ასეთი ტიპაჟის ადამიანს, როგორი სახლი, როგორი ოთახი უნდა ჰქონდეს ..

ალბათ მდიდრული, მოდური .. თავისებური ..

ყველაზე ძალიან რამაც აღმაფრთოვანა ❤