ფერადი სვიტრების დროა

ხშირად გვიჩნდება კითხვა : რატომ აცვიათ საქართველოში მუდმივად შავი ფერი ?
განვიცდით და ვღელავთ ამ საკითხზე, მაგრამ ვერ ვხვდებით ამ კითხვის დასმის დროს, როგორ ვიღებთ გარდერობიდან შავი ფერის ზედას და ტანზე ვირგებთ.
შავ ფერში ცუდი არაფერია, პირიქით, ვფიქრობ რომ შავი კლასიკაა და ვერასდროს ვერავინ მოახერხებს ამ ფერის “გაგდებას”, უბრალოდ  საქმე ისაა, რომ ვერ ვბედავთ ზამთარში ჩავიცვათ ღია ფერები, ვერ ვრისკავთ ვიყიდოთ ფერადი პიჯაკები, სვიტრები, შარვლები, რადგან დიახ, მათი სხვა სამოსთან შეხამება, შავ ფერზე გაცილებით რთულია, მეტი ფიქრიც სჭირდება და შესაბამისად მეტი დროც.
მაგრამ ვაღიაროთ, რომ როგორც კი ზამთრის მუქ დღეებში, ქუჩაში დავინახავთ ხალისიან, უფრო ფერად სტილში ჩაცმულ ადამიანს, მაშინვე გვიჩნდება სურვილი თავადაც ჩავიცვამთ მსგავსად, რადგან ფაქტია, რომ ტანსაცმელი ახალისებს დღესაც და განწყობასაც.
მაშინ, როცა ცივა და ტვინები გაყინული გვაქვს, ფიქრიც განსაკუთრებით გვეზარება და ჩნდება კითხვა : რა ჩავიცვა?  ჩვენ კი არანაირი იდეა არ მოგვდის, ზუსტად ამ დროს უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ჩავატაროთ ექსპერიმენტები, რომლებიც დარწმუნებული ვარ საბოლოოდ კარგად დამთავრდება.

მაგალითად : როცა საყიდლებზე წახვალთ, ეცადეთ წინასწარ მოიფიქროთ რა სტილის და ფერის სამოსი გინდათ, ეცადეთ სახლიდან გასვლის წინ დაათვალიეროთ ყველა ის მოდური ბლოგი, რომლის შესახებაც ერთხელ მაინც გსმენიათ, დამიჯერეთ,  ერთად უამრავი იდეა მოგივათ თავში და მაღაზიებში სიარული გაცილებით პროდუქტიული აღმოჩნდება თქვენთვის.

საყიდლებამდე კი დაგიტოვებთ რამდენიმე ფოტოს და დარწმუნებული ვარ, შავ სამოსს ფერადი აქსესუარებით გაახალისებთ, მოგინდებათ თბილი, ფერადი სვიტრები და ზამთარიც გაცილებით მზიანი მოგეჩვენებათ.

ხუჭუჭა სიუ

ხუჭუჭა სიუ – ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვრელი, დასამახსოვრებელი და სახალისო ფილმია. 1991 წელს გადაიღეს. მთავარ როლებს ჯეიმს ბელუში, კელი ლინჩი და ელისან პორტერი თამაშობენ, თუმცა რა თქმა უნდა მათგან ყველაზე გამორჩეული პატარა, ხუჭუჭა და საოცარი მიმიკების მქონე ელისანი გახლავთ.
ყველაზე თბილი ფილმი არის რაც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ ალბათ სითბოს ისიც მატებს, რომ ბავშვობას მახსენებს და მიუხედავად  იმისა, რომ როცა პირველად ვუყურე პატარა ვიყავი, დღემდე ძალიან კარგად მახსოვს საყვარელი მომენტები  :
სიუ აბაზანაში, ქოლგით ხელში. საკუთარი თავი კუნზულზე რომ გონია ❤

სიმწრით მოპოვებული ვახშამი და ბილის ზრუნვა, სიუს ხელებს რომ უწმინდავს ^_^

ხუჭუჭა სიუ ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვა, დაახლოება, მიჩვევა. როგორი მარტივია ცხოვრება უფულოდაც გაიფერადო, გაიხალისო და ბილეთის გარეშე შეხვიდე  კინოში ^_^
ფილმში საოცარი დიალოგები და სიტყვებია ❤ :
You can cry and not feel sad, just like you can feel sad and not cry.

Curly Sue: We wouldn’t even be talking about this
if you’d gotten some money out of that lady, we’d be on the road.
You didn’t because she was too pretty.
Bill Dancer: She was too smart.
Curly Sue: And she was too pretty.
Bill Dancer: She was in a hurry.
Curly Sue: And she was too pretty.
Bill Dancer: She was going to catch onto us.
Curly Sue: And she was too pretty.
Bill Dancer: You’re pretty, and I don’t leave you alone.
Curly Sue: She was too pretty.

Bill Dancer: The harder you hit me the more I’ll know you love me. . .

ფილმის მოკლე მიმოხილვას აქვე დავწერ,მაგრამ გირჩევთ,ვისაც არ გაქვთ ნაყურები უყუროთ,
ბოლოს შეიძლება ატირდეც კიდევაც, მაგრამ ძალიან ბევრს იცინებთ და ხუჭუჭა სიუ გაგაგიჟებთ^_^_^

“ჩიკაგო.მოხეტიალე ბილ დანსერი და ობოლი გოგონა ხუჭუჭა თმით თავზე,
რომელსაც ის პატარაობიდანვე უვლიდა.
ამ ჯერად ბილს იღბალი გაუღიმებს.
მის უწყინარ თაღლითობას წყვილი უსახლკარო თავშესაფრიდან

მდიდარ სახლში გადაყავს…”